საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/164154.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

499

ბნელი ხევის ტერიტორიის შესწავლამდე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ნებისმიერი სამუშაოების ჩატარების წინააღმდეგია

ილია თავბერიძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-06-07 17:40:00

„საქართველოს ოქროს კომპანიას“ ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამთო-კარიერული სამუშაოების გამო, არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ანალიზის მოთხოვნით, სააგენტოსთვის არ მოუმართავს. ამის შესახებ საზოგადოებრივთან საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიამ „არემჯიმ“ სააგენტოს მიმართა არქეოლოგიური კვლევის ნებართვაზე, რაც დაკავშირებული იყო ბნელი ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო გზის რეაბილიტაციის პროექტთან. სააგენტომ გასცა ნებართვა, რის საფუძველზეც კომპანიამ დაიქირავა არქეოლოგთა ჯგუფი, რომელიც ამ ტერიტორიაზე კვლევას დღემდე აწარმოებს. ამ სამუშაოების ანგარიში ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის.

"აპრილის თვეში უნდა შემდგარიყო კომპანიის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა თეთრიწყაროს რაიონში, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია კარიერულ სამუშაოებთან. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივი პოზიციის შედეგად განხილვა გადადებული იქნა, რადგან ბნელი ხევის ტერიტორიის შესწავლაზე, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, კვალიფიციური კვლევა არ განხორციელებულა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, სანამ ამ ტერიტორიის კვალიფიციური შესწავლა არ მოხდება, ყოველგვარი სამშენებლო და სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების წინააღმდეგი იქნება. უახლოეს დღეებში სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე შეისწავლის ვითარებას და სრულ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას“- განაცხადა საზოგადოებრივთან საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.

თეთრიწყაროს რაიონში, ბნელი ხევის ტერიტორიაზე, ოქროს მოსაპოვებელი სამუშაოების გამო, „საყდრისის კომიტეტის“ წევრმა ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „არემჯი გოლდის“ შვილობილმა, „საქართველოს ოქროს კომპანიამ" ბნელი ხევის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვების ლიცენზია იმ ფონზე აიღო, როცა ადგილზე, არანაირი სახის არქეოლოგიური კვლევა არ ჩატარებულა. საყდრისი კომიტეტის წევრის თქმით ამ მონაკვეთთან ახლოს, ფიტარეთის მამათა მონასტერს და ხულუტის ციხეს, ოქროს მოპოვებითი სამუშაოების გამო, საფრთხე შეექმნებათ.

საყდრისის კომიტეტის განცხადებას „არემჯი გოლდის“ პარტნიორი კომმპანიის, "კავკასიის სამთო ჯგუფის"  დირექტორი ჯონი შუბითიძე გამოეხმაურა და საზოგადოებრივს განუცხადა, რომ ბნელი ხევის ერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის აუცილებლობას ვერ ხედავს და არქეოლოგიური კვლევა, გეოლოგიურ საძიებო სამუშაოებს არ სჭირდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ალექსანდრე ბარამიძე - უკრაინულმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება
ალექსანდრე ბარამიძე - უკრაინულმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება
უკრაინული მხარის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით,
წაკითხვა
ალექსანდრე ბარამიძე: დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს
ალექსანდრე ბარამიძე: დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლი
წაკითხვა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე  „ევროჯასტის“ ექსპერტებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე „ევროჯასტის“ ექსპერტებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ევროკავშირის იუსტიციის ერთიანი სისტემა
წაკითხვა
იუსტიციის სამინისტროს ინდონეზიის დელეგაცია ეწვია
იუსტიციის სამინისტროს ინდონეზიის დელეგაცია ეწვია
იუსტიციის სამინისტროს ინდონეზიის დელეგაცია ეწვია. ალექსანდრე ბარამიძემ ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრს უმასპინძ
წაკითხვა
ალექსანდრე ბარამიძე: მთავრობას ევროპულ სასამართლოში ასარჩევი კანდიდატების სია 1 ივლისამდე წარედგინება
ალექსანდრე ბარამიძე: მთავრობას ევროპულ სასამართლოში ასარჩევი კანდიდატების სია 1 ივლისამდე წარედგინება
იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და სტრასბურგშ
წაკითხვა
იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ორი თვის განმავლობაში ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს
იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ორი თვის განმავლობაში ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს
იუსტიციის მინისტრის მოვალეობას მომდევნო ორი თვის განმავლობაში მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შეასრულებს, - ამის შესახებ ინფ
წაკითხვა
ალექსანდრე ბარამიძე: თურმე „დამიწუნეს არაკომპეტენტურობის და არაკვალიფიციურობის გამო“
ალექსანდრე ბარამიძე: თურმე „დამიწუნეს არაკომპეტენტურობის და არაკვალიფიციურობის გამო“
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მო
წაკითხვა
თეა წულუკიანი კონკრეტულ ადამიანებს ასახელებს, ვინც მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნაზე გავლენა იქონია
თეა წულუკიანი კონკრეტულ ადამიანებს ასახელებს, ვინც მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნაზე გავლენა იქონია
სტრასბურგის სასამართლოში, მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სიის შემუშავებას, იუსტიციის მინისტრი წლის ბოლომდე ვარაუდობს. 
წაკითხვა