საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
565

9 ივნისს, განათლების სამინისტროსთან „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია“ აქციას გამართავს

გენო ოსიყმაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-08 20:17:00

9 ივნისს, განათლების სამინისტროსთან „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია“ აქციას გამართავს. აქციის ორგანიზატორი „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციაა“. როგორც ასოციაციის დირექტორმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, მათი პროტესტის მიზეზი სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციული ქმედებებია. 

გიორგი ბერაიას განცხადებით, განათლების სამინისტრო სახელმწიფო კოლეჯებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს მთლიანად უფინანსებს, ხოლო კერძო კოლეჯებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდაზე უარს აცხადებს. ბერაიას თქმით, დაფინანსების ამგვარი სისტემის გამო კერძო პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტთა კონტიგენტი ფაქტობრივად არ მიდის და კერძო კოლეჯები, იმავე პროფილის სახელმწიფო სასწავლებლებს კონკურენციას ვერ უწევენ, რის გამოც სტუდენტების გარეშე რჩებიან.

 „კერძო კოლეჯების ასოციაცია“ პროფესიულ სასწავლებლებში მოხვედრილი სტუდენტების დაფინანსების სისტემის შეცვლას და სახელმწიფოსგან მათ სასწავლებლებში მოხვედრილი კონტიგენტის დაფინანსებას ითხოვს.

 „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციაა“ განათლების სამინისტროსთან აქციის გამართვას 12:00 საათზე გეგმავს.

 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. 
წაკითხვა
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის Forza Nuova-ს („ახალი ძალა“) მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ამის
წაკითხვა
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის
წაკითხვა
მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან და
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა 30 ნოემბრამდე გადაიდო
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა 30 ნოემბრამდე გადაიდო
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულ
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე
წაკითხვა