| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/164602.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 არის თუ არა ევროკავშირი მზად Brexit-ის მოლაპარაკებების დასაწყებადთეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-10 09:22:00
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ Brexit-ის მოლაპარაკებების დასაწყებად არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, გერმანიის კანცლერი ფიქრობს, რომ დიდი ბრიტანეთი დღის წესრიგს მიყვება და როგორც კარგი პარტნიორი, მოლაპარაკებების დასაწყებად უკვე შეთანხმებულ თარიღს - 19 ივნისს არ გასცდება. ეს არის ანგელა მერკელის პირველი საჯარო განცხადება მას შემდეგ, რაც კონსერვატიულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში 13 ადგილი დაკარგა. როგორც ტერეზა მეიმ განაცხადა, ის მთავრობის ფორმირებას დემოკრატიული მოკავშირეების პარტიასთან ერთდ გეგმავს. როგორც გერმანიის კანცლერის უფროსმა ეკონომიკურმა მრჩეველმა BBC-ისთან ინტერვიუში აღნიშნა, არჩევნების შემდეგ დროა, ტერეზა მეიმ რეალობას თვალი გაუსწოროს. „როგორც ჩანს მისი სურვილი და გეგმა ბრიტანელებისთვის არც ისეთი მისაღები აღმოჩნდა, სხვა შემთხვევაში, მეი უფრო მეტ ხმას მიიღებდა“, - განაცხადა მერკელის მრჩეველმა.
ევროპელი ლიდერების ნაწილი Brexit-ის მოლაპარაკებების დაწყებას ჩქარობს, მაგალითად, ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერი ფიქრობს, რომ საკითხის განხილვა აღარ უნდა გადაიდოს. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც დიდი ბრიტანეთი ამისთვის მზად იქნება. მაგალითად, ევროკავშირში Brexit-ის მოლაპარაკებების ხელმძღვანელი მაიკლ ბარნიერი.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა Brexit-ის მოლაპარაკებების საბოლოო თარიღად 2019 წლის მარტი დაასახელა. მისი თქმით, ევროკავშირი არ აწესებს დროს, როდის დაიწყება Brexit-ის მოლაპარაკებები, თუმცა ადგენს თარიღს, როდესაც უნდა დასრულდეს. დიდი ბრიტანეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს, მათ საკანონმდებლო ორგანოში 318 მანდატი მიიღეს, ხოლო მთავარ კონკურენტ ლეიბორისტებს 262 მანდატი ერგოთ. წყარო: BBC ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ანგელა მერკელის განცხადებით, სამ პარტიას სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რთული მოლაპარაკებები ელის
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ სამ პარტიას სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება
წაკითხვა
მერკელი - „ტოლერანტობა ევროპის სულია“
გერმანიის პროტესტანტული რეფორმაციის 500 წ
წაკითხვა
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
დგება თუ არა დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის განშორება კითხვის ნიშნის ქვეშ - საკითხი აქტუალური ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლის შ
წაკითხვა
დიდ ბრიტანეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა
დიდი ბრიტანეთის ქალაქ
წაკითხვა
დონალდ ტუსკი გადაჭარბებულს უწოდებს განცხადებას, თითქოს Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი გადაჭარბებულს უწოდებს განცხადებას იმის შესახებ,
წაკითხვა
ანგელა მერკელი - ევროკავშირის წევრებმა თურქეთისთვის ფინანსური დახმარების შემცირებას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თურქეთისთვის ფინანსური დახმარების შემცირებას მხარი დაუჭირეს, - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგე
წაკითხვა
დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო უწყების ინფორმაციით, ქვეყნის სპეცსამსახურებს „ინტენსიური" ტერორისტული საფრთხე ემუქრება
დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებს „ინტენსიური" ტერორისტული საფრთხე ემუქრება, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სადაზვერვო უწყების ხელმძ
წაკითხვა
ქარიშხალ „ოფელიას“ დიდ ბრიტანეთში სამი ადამიანი ემსხვერპლა
ქარიშხალ „ოფელიას“ დიდ ბრიტანეთში სამი ადამიანი ემსხვერპლა. „ბი-ბი-სი“-ს ცნობით, ორი მამაკაცი და ერთი ქალი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილები
წაკითხვა
|