საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/164630.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1291

დონალდ ტრამპი - ყატარი ტერორიზმის მთავარი ფინანსური მხარდამჭერია

ქეთი თუთბერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-10 12:35:00

დონალდ ტრამპმა ყატარის დიპლომატიურ იზოლაციასთან დაკავშირებით პირველი ვრცელი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ყატარი ისტორიულად ყოველთვის ტერორიზმის ერთ-ერთი იდეოლოგიური მხარდამჭერი და სპონსორი ქვეყანა იყო. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, რომ სამი კვირის წინ, მისი პირველი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, საუდის არაბეთში ვიზიტის დროს მას სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებმა ყატარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რამაც მისი ეჭვები გაამართლა.

„სამწუხაროდ, ყატარი ისტორიულად ტერორიზმის ერთ-ერთი იდეოლოგიური მხარდამჭერი და სპონსორია. მათ ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ახლო აღმოსავლეთში ყოფნის დროს, მე ვესაუბრე არაბული ქვეყნების ლიდერებს. მათ ყატარის შესახებ ბევრი რამ მიამბეს. ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს არაერთი რთული გადაწყვეტილების მიღება ტერორიზმის ამოსაძირკვად“,  - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ერაყისა და სირიის თვითგამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“, იგივე დაეშის და, სრულად, ექსტრემიზმის აღკვეთა დაასახელა.

 „ეს ჩემი მოვალეობაა იმ ხალხის წინაშე, ვინც პრეზიდენტად ამირჩია.“ - აღნიშნა ტრამპმა.

5 ივნისს არაბული ლიგის წევრმა ექვსმა სუნიტურმა სახელმწიფომ (საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, ლიბია, იემენი, ეგვიპტე), ასევე მალდივის რესპუბლიკამ და მავრიკის რესპუბლიკამ ორ მილიონ-ნახევრიან ყატარს ტერორიზმის ფინანსურ მხარდაჭერაში, ირანული დაჯგუფებების დაფინანსებასა და შიიტურ ირანთან მჭიდრო ფარულ კავშირში დასდეს ბრალი. ამის შედეგად, ზემოთ ხსენებულმა ქვეყნებმა ყატართან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტეს და არაბული კოალიციიდან გააძევეს, რომელიც იემენში მეამბოხეების წინააღმდეგ ავიაიერიშს 2015 წლიდან ახორციელებს. 

ეგვიპტის მთავრობის მტკიცებით, ოფიციალურმა დოჰამ ეგვიპტეში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „მუსლიმთა საძმოს“ რამდენიმე წევრი თავშესაფრით უზრუნველყო. 

ყატარი ტერორისტულ ორგანიზაციებთან და შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. 

ხუთი დღის წინ დიპლომატიური კავშირის გაწყვეტის საპასუხოდ, ყატარის მთავრობამ ექვს არაბულ სახელმწიფოს დიალოგი შესთავაზა.


წყარო: NBC, Reuters


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპი - იაპონია აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირეა
დონალდ ტრამპის თქმით, იაპონია ამერიკის შე
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება. ამის შესახებ სასამართლოს
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მწვანე ბარათის გათამაშებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩამოდის
დონალდ ტრამპი - მწვანე ბარათის გათამაშებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩამოდის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მწვანე ბარათის გათამაშების საშუალებით ქვ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა