| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/164855.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებს კიდევ ერთი ქართული ასეული შეუერთდება
გამოქვეყნებულია 2017-06-12 12:01:00
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს. სამინისტროს ცნობით, ქართული ქვედანაყოფის მომზადების დონე დასკვნითი საჩვენებელი სწავლებით შეფასდა. შეფასების მონიტორინგს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და ნატოს სხვადასხვა შტაბის ოფიცრები აკვირდებოდნენ. I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე შეტევის ოპერაცია განახორციელეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა ჰამერის ტიპის დაჯავშნული ავტომობილები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. განხორციელდა პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ვერტმფრენით ევაკუაციაც. შემდეგ ეტაპზე პირველი ქვეითი ბრიგადის „ჩარლი“ ასეული ნატოს შეფასების II დონეს გაივლის (NEL-2). ნატოს შეფასების II დონის წარმატების გავლის შემთხვევაში კი, ქართული დანაყოფი ნატოსთან სრულად თავსებადი გახდება და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულებით იქნება გამოყენებული. „ჩარლი“ ასეული მეორე ქართული დანაყოფია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდ
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა.
წაკითხვა
ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვ
წაკითხვა
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმის ნავსადგური ნატო-ს ხომალდებს მასპი
წაკითხვა
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა
ნატო რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა და არ სურს ახალი ცი
წაკითხვა
კერსტი კალიულაიდი - საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მექანიზმი ნატო-ში მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად
ნატო გაფართოვდება მაშინ, როდესაც ალიანსი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, თქვენ უნდა გამოიყენოთ შესაძლებლობა, როდესაც ის გაჩნდება, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი
წაკითხვა
|