| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/164995.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 აშშ-ში დაკავებულ ქართველ სპორტსმენს, ლევან მაყაშვილს 13 ივნისს გაათავისუფლებენთამარ მაჭანკალაძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-06-13 03:00:00
ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობასა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ სპორტსმენს, ლევან მაყაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 13 ივნისს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ საზოგადოებრივს მისი ინტერესების დამცველმა, ლევან ნატალიშვილმა განუცხადა. მაყაშვილს წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, სპორტსმენის გათავისუფლება ბიუროკრატიული პროცედურების გამო ვერ მოხერხდა. ლევან მაყაშვილის ინტერესების დამცველი „მოამბესთან“ საუბარში იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სპორტსმენი ამ დრომდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება. „ლევანს ხვალ გამოუშვებენ. როგორც ჩანს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიეწოდა სპეციალური დოკუმენტები. ეს ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული. დღეს შუადღისას დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა, რის გამოც მისი გათავისუფლება გადაიდო. მეორე სპორტსმენთან, ავთანდილ ხურციძესთან დაკავშირებით ვიცი საჯარო ინფორმაცია. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და ის წინაწარ პატიმრობაშია“, - აცხადებს ლევან ნატალიშლივი. „მოამბე“ ასევე დაუკავშირდა აშშ-ში მყოფ კიდევ ერთ სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს. მისი განცხადებით, ლევან მაყაშვილი, გირაოს გადახდის დაგვიანების გამო, დღეს ვერ გათავისუფლდა. „თავდებში ვინც ჩაუდგა ლევანს, იმ ადამიანს ხელფასის ცნობა არ აღმოაჩნდა თან, ამის გამო დაგვიანდა პროცედურები. დღეს გაირკვა, რომ გირაოს თანხა პარასკევს უნდა შეეტანათ. აღნიშნულის გამო, გადაიდო მისი გამოშვება. ავთანდილ ხურციძეს რაც შეეხება, ის წინასწარ პატიმრობაშია. მოსამართლემ პარასკევს ოთხი თავდები და 30 000 დოლარი მოითხოვა გირაოს სახით. მეორე დღეს საქმე სხვა მოსამართლემ განიხილა და მან ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ავთანდილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. შესაძლოა რამე შეიცვალოს. ეს ადვოკატზეა დამოკიდებული, თუმცა მისი თქმით, გასაჩივრება რთული იქნება“, - აცხადებს ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს. ინფორმაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობის პრესსამსახური ა
წაკითხვა
პედოფილიისთვის გასამართლებული აშშ-ის მოქალაქეების პასპორტში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება
აშშ-ის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ხასიათის დანაშაული აქვთ ჩადენილი, საზღვარგარეთ მგზავრობისას ახალი პასპორტ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
|