საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/165542.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

750

დავით უსუფაშვილის ახალი პოლიტიკური ძალა - რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია ვცვლით, რაც გვაკლია ვქმნით

თამარ ოდიშარია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-16 12:11:00

დავით უსუფაშვილის ახალი პოლიტიკური ძალა „შენების მოძრაობა“ სადამფუძნებლო პრინციპებს ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მოძრაობაში გაერთიანდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც განსხვავებული წარსულის მიუხედავად,  ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად თანხვედრი დასკვნები და ხედვები აქვთ. 

 „შენების მოძრაობა 

სადამფუძნებლო პრინციპები 

რაც კარგია, ვუვლით 

რაც ცუდია, ვცვლით 

რაც გვაკლია, ვქმნით 

„შენების მოძრაობაში“ ვერთიანდებით საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც, განსხვავებული წარსულის მიუხედავად, გვაქვს თანხვედრი დასკვნები და ხედვები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად: 

მიგვაჩნია, რომ მტრობაზე და ურთიერთდაპირისპირებაზე აგებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ურთიერთობები უკვე ოცდახუთ წელზე მეტია საშუალებას არ გვაძლევს საერთო ეროვნული პოტენციალი მივმართოთ მოქალაქის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების სამსახურში მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტების შესაქმნელად; 

ვხედავთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის სამი ათეული წლის თავზეც კი სახელმწიფო სუვერენიტეტის მხოლოდ მცირე ნაწილია უშუალოდ ჩვენს ხელში, ხოლო მზარდი საერთაშორისო არასტაბილურობა საკუთარი ქვეყნის უკეთ პატრონობის გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე გვაყენებს; 

გვჯერა, რომ პატრიოტიზმი და პიროვნების თავისუფლება არათუ ურთიერთდაპირისპირებული ცნებებია, როგორც ხშირად წარმოგვიჩენენ, არამედ ორი ისეთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს ნებისმიერი სახელმწიფოებრივად ორგანიზებული ერი. შესაბამისად, ერთად უნდა ავაშენოთ სახელმწიფო, რომელსაც საძირკვლად ედება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საუკეთესო გამოცდილება, რომლის საყრდენი კედლები ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები იქნება და რომლის სახურავის როლსაც ევროატლანტიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების სტრუქტურები შეასრულებენ; 

მიგვაჩნია, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება თავიდან არ უნდა იწყებდეს სახელმწიფოს ახალ წელთაღრიცხვას, წინამორბედის მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმის ხელაღებით უარყოფას და ნგრევას. ამავე დროს, ქვეყნის შენება შეუძლებელია სახელმწიფოს განვითარების მკაფიო ხედვისა და პროგრამის გარეშე. ამიტომ ჩვენი კრედოა - რაც კარგია, ვუვლით; რაც ცუდია, ვცვლით; რაც გვაკლია, ვქმნით; 

გვჯერა, რომ ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ იდეოლოგიურ თუ პერსონალურ ნიადაგზე უფრო მეტად კი არ უნდა დაყოს საზოგადოება, არამედ ის უნდა ჩამოყალიბდეს ცენტრისტულ, გამაერთიანებელ ძალად, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ფლანგიდან რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს მოუყრის თავს სახელმწიფოს ფუნდამენტის გასამაგრებლად და შეუქცევადს გახდის ქვეყნის აღმშენებლობისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის პროცესს; 2 ვთანხმდებით, რომ „შენების მოძრაობა“ უნდა შევქმნათ მოტივირებული მოქალაქეების ფართო თანამონაწილეობით და შემხვედრი ნაბიჯებით, რათა ეს იყოს ყველა მხარდამჭერის პარტია, რომელიც მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე იზრუნებს და არა ლიდერთა ვიწრო ჯგუფის პარტია, რომელიც მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერებისთვის არსებობს; 

გვწამს, რომ საქართველოს სჭირდება „შენების მოძრაობა“, ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პოლიტიკაში ახალი თაობის, ახლებური აზროვნების, თავიანთ სფეროებში წარმატებული პროფესიონალების მოსვლას და მისცემს მათ შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში; 

ვთანხმდებით, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა დაეფუძნება პოლიტიკური და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და პრინციპების განუხრელ დაცვას: 

ჯერ ქვეყანა, მერე პარტია; 

ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება; 

პრინციპულობა და არა სიჯიუტე; 

ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა; 

კონკურენცია და არა მტრობა; 

კრიტიკა და არა შეურაცხყოფა; 

შემკრებობა და არა გამთიშველობა; 

კვალიფიციურობა და არა ზედაპირულობა; 

დიალოგი და არა მონოლოგი; 

სიყვარული და არა სიძულვილი. 

შემოგვიერთდით, 

შენების დროა! „ 



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დავით უსუფაშვილი - არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა
დავით უსუფაშვილი - არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა,” ა
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი - “შენების მოძრაობის“ პირველი საარჩევნო შედეგი დამაკმაყოფილებელია
დავით უსუფაშვილი - “შენების მოძრაობის“ პირველი საარჩევნო შედეგი დამაკმაყოფილებელია
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ,
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციურ პროექტზე ხელმოწერა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო
დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციურ პროექტზე ხელმოწერა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო
მესმის, რომ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების გამო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, მაგრამ ამ კონკრეტუ
წაკითხვა
 „შენების მოძრაობის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი ჯიპას სტუდენტებს შეხვდა
„შენების მოძრაობის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი ჯიპას სტუდენტებს შეხვდა
ჯიპას სტუდენტებს შეხვდა შენების მოძრაო
წაკითხვა
„შენების მოძრაობის“ ლიდერებმა გლდანის მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს
„შენების მოძრაობის“ ლიდერებმა გლდანის მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს
შენების მოძრაობის ლიდერებ
წაკითხვა
„შენების მოძრაობა“ რიყის პარკში ამომრჩეველს შეხვდა
„შენების მოძრაობა“ რიყის პარკში ამომრჩეველს შეხვდა
არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, პროცესში ჩართული პარტიების ნაწილი შემაჯამებელ შეხვედრებს მართავს. საკუთარი საარჩევნო პროგრამის უპირატესობის
წაკითხვა
„შენების მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს შეხვდა
„შენების მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს შეხვდა
შენების მოძრაობის ოზურგეთ
წაკითხვა
„შენების მოძრაობის“ წარმომადგენლები საბურთალოს მოსახლეობას შეხვდნენ
„შენების მოძრაობის“ წარმომადგენლები საბურთალოს მოსახლეობას შეხვდნენ
„შენების მოძრაობის“ წარმომადგენლები საბურთალოს მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიის მერობის კანდიდატ
წაკითხვა