საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/165929.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

535

იუსტიციის სამინისტრო - კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველომ მე-8 ადგილი დაიკავა

გამოქვეყნებულია 2017-06-19 15:20:00

საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მე-8 ადგილზეა. 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ინდექსს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული ორგანო - საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) ადგენს და 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. უახლესი კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს 2015 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2017 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველოს მე-8 ადგილზე გასვლა იმ პროგრესის აღიარებაა, რომელსაც ქვეყანა კიბერუსაფრთხოების სფეროში წლიდან წლამდე აჩვენებს. რეიტინგში მე-8 ადგილზე ყოფნა ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ქვეყნების რეიტინგის ჭრილში საქართველო ესტონეთის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს საფრანგეთთან ინაწილებს (0.819 სარეიტინგო ქულით).

„საქართველოსთვის ეს არის უპრეცედენტო შედეგი, როდესაც კიბერუსაფრთხოების ხარისხის ინდექსში ქვეყანა მსოფლიოში მერვე, ევროპაში კი მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს. კვლევის ხუთივე ძირითად კომპონენტში - საკანონმდებლო ბაზა, ტექნიკური მზაობა, ორგანიზაციული მოწყობა, შესაძლებლობების განვითარება და თანამშრომლობისთვის ღიაობა - ჩვენ მაღალი შეფასება მივიღეთ, რამაც განაპირობა კიდეც საბოლოო კოეფიციენტი, რომელიც სიამაყის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ მიღწეულზე გაჩერება არ შეიძლება, ვინაიდან წინ კიდევ ბევრი სამუშაოა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძემ

ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შემდგომ მისი შენარჩუნება/განვითარება კომპლექსური საკითხია და სხვადასხვა უწყების კოორდინირებულ მუშაობს მოითხოვს.

ამის მაგალითად „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე რამდენიმე უწყებას ასახელებს და ამბობს, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად აღნიშნული შედეგი ვერ დადგებოდა.

„მინდა მივულოცო ყველა იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელთა დიდი დამსახურებაა აღნიშნული წარმატება. ეს ორგანიზაციებია იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო, კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭო, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“, - აღნიშნა პატარიძემ.

ინდექსის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT.GOV.GE) არსებობამ და წარმატებულმა მუშაობამ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჯგუფი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სტრუქტურის ნაწილია და პასუხისმგებელია ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების განვითარება-შენარჩუნებაზე, კიბერინციდენტების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე და სხვა.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიერ მომზადებული ინდექსის მიზანია გაზომოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის დონე, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები გამოვლენილი სუსტი მხარეების აღმოსაფხვრელად და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მასშტაბის თანამშრომლობას.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თეა წულუკიანი - Doing business-ის რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც როდესმე ჰქონია ჩვენს ქვეყანას
თეა წულუკიანი - Doing business-ის რეიტინგში გვაქვს საუკეთესო შედეგი, რომელიც როდესმე ჰქონია ჩვენს ქვეყანას
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, Doing Business-ის რეიტინგში საქართ
წაკითხვა
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მესამე სექტორის წარმომადგენლები 21 ოქტომბრის არჩევნების დღეს ამომრჩევლი
წაკითხვა
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. 
წაკითხვა
უთანხმოება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის - აფერხებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეობის მიღებას
უთანხმოება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის - აფერხებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეობის მიღებას
პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ისევ უთანხმოებაა. ამჯერად დავა გამონაკლისი წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭე
წაკითხვა
თბილისი საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე პირველ შეხვედრას მასპინძლობს
თბილისი საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე პირველ შეხვედრას მასპინძლობს
თბილისში საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა იმართება.   
წაკითხვა
საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე თბილისში პირველი შეხვედრა იმართება
საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე თბილისში პირველი შეხვედრა იმართება
თბილისში საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა იმართება.   
წაკითხვა
იუსტიციის მინისტრი პარტიებს, კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციისთვის რამდენიმე დღე დარჩა
იუსტიციის მინისტრი პარტიებს, კანდიდატებსა და ამომრჩევლებს შეახსენებს, რომ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრაციისთვის რამდენიმე დღე დარჩა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც
წაკითხვა
უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის
წაკითხვა