| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/166143.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ახალ ზელანდიაში კარმენს მღერისმარიამ შალიკაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-20 18:39:00
ქართველი მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძის გასტროლი ახალი ზელანდიის ქალაქებში - ველინგტონში, ოუქლენდსა და ქრაისთჩერჩში დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა theatreview ავრცელებს. ახალი ზელანდიის საოპერო კომპანიამ აღნიშნულ ქალაქებში ბიზეს „კარმენის“ 15 სპექტაკლი დაგეგმა და ნინო სურგულაძე მიიწვია. მეცო-სოპრანოსთან ერთად, სპეკტაკლში ცნობილი საოპერო ვარსკვლავები ტომ რენდლი და ემა პირსონი მონაწილეობენ. დადგმა ავსტრალიელ რეჟისორს ლინდი ჰუმის ეკუთვნის. უელინგტონის სანტ-ჯეიმსის თეატრში კარმენს ფრანჩესკო პასკუალეტიმ უდირიჟორა. „კარმენი სცენაზე, ძირითადად, მაცდური ქალბატონის სახით არის გადმოტანილი. თუმცა გასაოცარმა ქართველმა მეცო-სოპრანომ როლს გულწრფელობა შემატა და მაყურებელი კარმენის მიმართ დადებითად განაწყო. სურგულაძე სცენაზე გამორჩეული ენერგეტიკით, დახვეწილი იუმორითა და დამაჯერებლობით გამოირჩევა. მისი ხმა მომაჯადოებელი და დრამატულია. ის ახერხებს ყოველ პასაჟში განსხვავებული იყოს. ძლიერი ვოკალური მონაცემების გარდა, სცენაზე ნამდვილი მსახიობი დგას, სურგულაძეს მაყურებელში ემოციების გაღვიძება მარტივად გამოსდის. აღსანიშნავია მისი ვოკალური დიაპაზონი“, - წერს კრიტიკოსი ჯო ჰოდსონი. ახალი ზელანდიის შემდეგ ნინო სურგულაძე იტალიაში - არენა დი ვერონას სცენაზე გამოვა და ვერდის „ნაბუქოში“ მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ ბარიში, ბოლონიასა და ჰონკონგში ამნერისის პარტიას იმღერებს „აიდაში“. დეკემბერში კი რომში შეასრულებს გია ყანჩელის სიმღერების ციკლს, რომელიც ქართველმა კომპოზიტორმა სწორედ მას მიუძღვნა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„არენა დი ვერონას“ სცენაზე ქართველმა საოპერო ვარსკვლავმა ნინო სურგულაძემ საპრემიერო სპეკტაკლი იმღერა
იტალიის ქალაქ ვერონაში „არენა დი ვერონას“ სცენაზე ქართველმა საოპერო ვარსკვლავმა ნინო სურგულაძემ საპრემიერო სპეკტაკლი იმღერა.
წაკითხვა
„კარმენ რაჭველიშვილი ბასტილიის ოპერის სცენაზე“ - ფრანგული პრესა ქართველი მეცო-სოპრანოს ტრიუმფალურ გამოსვლაზე წერს
„ანიტა რაჭველიშვილის კარმენმა პარიზის ნაც
წაკითხვა
„სიყვარულისთვის“ - საქველმოქმედო ფონდმა „ნატვრის ხე“ კიდევ ერთი მარათონი ჩაატარა
ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდმა “ნატვრის ხე” კიდევ ერთი საქველმოქმედო მარათონი ჩაატარა.
წაკითხვა
ფონდი „ნატვრის ხე“ საქველმოქმედო მარათონისთვის ემზადება - თბილისს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ეწვევიან
ფონდი „ნატვრის ხე“ კიდევ ერთი საქველმოქმედო მარათონისთვის ემზადება. ნინო სურგულაძის მოწვევით, კონცერტში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფ
წაკითხვა
ოპერის თეატრის რეპერტუარში ბიზეს „კარმენი“ დაბრუნდა
18 წლის შემდეგ, ოპერის თეატრის რეპერტუარში ბიზეს “კარმენი” დაბრუნდა. მთავარ როლში მაყურებელმა მსოფლიოში ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო, ანიტა
წაკითხვა
ჟორჟ ბიზეს „კარმენი“ - ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 20 და 21 აპრილს მა
წაკითხვა
ნინო სურგულაძე თბილისის ოპერის თეატრში 27 მარტს კონცერტს გამართავს
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საგაზაფხულო სეზონს განაგრძობს და მსმენელს კიდევ ერთ კონცერტზე იწვევს. <
წაკითხვა
ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების გადარჩენისთვის ერთიანდებიან
ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების გადარჩენისთვის ერთიანდებიან.
წაკითხვა
|