| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/166201.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები აქციას მართავენ და კობა გვენეტაძესთან შეხვედრას ითხოვენსაფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული კრედიტორები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სასტუმროში საერთაშორისო საფინანსო სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იმყოფებიან, მათ შორის სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. აქციის მონაწილეები მასთან შეხვედრას და მოლაპარაკების დაწყებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები მათი კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ და სინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. საფინანსო კომპანია „საქართველოს“ კრედიტორები ასევე ითხოვენ, პარლამენტმა შექმნას კომისია, რომელიც საფინანსო კომპანია „საქართველოს“ კრედიტორების საქმეს შეისწავლის და უშუამდგომლებს ეროვნულ ბანკთან, რათა მოხდეს მათი კუთვნილი თანხების დაბრუნება. ერთ-ერთი დაზარალებულის, თამაზ ჯანუაშვილის განცხადებით, პროკურატურა და სასამართლოს სრულიად უმოქმედოა. „როგორც ჩანს, ამ საქმეში ვიღაცის კერძო ინტერესები იკვეთება. გამოძიება უკვე რვა თვეა მიმდინარეობს, თუმცა დღემდე დაზარალებულების ზუსტი რიცხვიც კი არ არის ცნობილი. თუ ჩვენი ხელისუფლება არ გვაქცევს ყურადღებას, იქნებ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მაინც დაინტერესდნენ ჩვენი პრობლემით. აქ სწორედ ამიტომ ვართ“, - აცხადებს ჯანუაშვილი. დაზარალებულები აქციების გაგრძელებას კანცელარიასთან და პარლამენტთან გეგმავენ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა.
წაკითხვა
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის Forza Nuova-ს („ახალი ძალა“) მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ამის
წაკითხვა
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა 30 ნოემბრამდე გადაიდო
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულ
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
პატრიოტთა ალიანსის აქციები გრძელდება. ოპოზიციური პარტია პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს
წაკითხვა
|