| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/166299.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საკონკურსო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის საუკეთესო პროექტები გამოავლინა
გამოქვეყნებულია 2017-06-21 18:04:00
საკონკურსო კომისიამ
დღეს გამართულ სხდომაზე აღმასრულებელ საბჭოს
რეკომენდაცია გაუწია შემდეგ პროექტებზე: მიმართულება:
სოციალური სოციალური თოქ-შოუ -
ქეთევან კაპანაძე „რეალური
სივრცე“ მიმართულება:
კულტურა კულტურულ-შემეცნებითი
გადაცემა -
გიორგი ასანიშვილი „ნაცნობი
მელოდიები“ კულტურის სიახლეების მიმოხილვა -
თეონა ჯორბენაძე
„Modem/Art“ მიმართულება:
შემეცნებით-საგანმანათლებლო ჯანსაღი ცხოვრება -
მარი მალაზონია „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ სოფლის მეურნეობა -
თამარ ბოლქვაძე „ფერმა“ მიმართულება:
საბავშვო-ახალგაზრდული საბავშვო შემეცნებითი გადაცემა -
დალი ხოჯავა
„სუპერ გმირი“ საბავშვო-ახალგაზრდული
შემეცნებითი გადაცემა -
ნინო კელაურიძე „წიგნების თარო“ -
თამარ ციციშვილი „ხარ
თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!“ მიმართულება:
შემეცნებით-გასართობი კულინარიული შოუ -
ნინო გოგოლაური „გურმანია“ ამავე დროს, კომისიამ
ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, გაიცეს რეკომენდაცია, რომ საჭიროა, წარმოებაში ჩაშვების
თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებამდე, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დამატებით
იმუშავებს პროექტის ავტორებთან ერთად, პროექტების რეალიზაციის ტექნიკურ შესაძლებლობებზე,
ფორმატების დახვეწაზე ბადესთან თავსებადობის
კუთხით, პროექტების ვიზუალური მხარის და დიზაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიან
ვიზუალურ კონცეფციასთან თავსებადობის ნაწილში. ასევე, რეკომენდაცია
გაუწია პროექტის „ხანმოკლე მეოცე საუკუნე“ ავტორებს და აღმასრულებელ საბჭოს პროექტი
გადაფორმატდეს ვებპლატფორმისთვის. ასევე, რეკომენდაცია გაუწია აღმასრულებელ საბჭოს,
განიხილოს პროექტ „ოკულარის“ ცალკეული ელემენტების ვებპლატფორმისთვის გარდაქმნის საკითხი. კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა და სამი ეტაპისგან შედგებოდა. კონკურსის ფარგლებში, სულ 153 პროექტი შემოვიდა. მათგან 37 მეორე ტურში მოხვდა. მეორე ტურში გადასულმა აპლიკანტებმა კომისიის წინაშე პროექტის პრეზენტაცია გამართეს. მესამე ტურის კანდიდატად მათგან 15 დასახელდა. გარდა ამისა, 17 მაისს გამართულ სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რეკომენდაცია გაეწია გენერალურ დირექტორთან პროექტების - „მედია-რენტგენი“ - შალვა რამიშვილი, „ხანმოკლე XX საუკუნე“ - ლექსო ქურხული და „ჩემი ქალაქის მეეზოვე“ - ზურაბ ინაშვილი - განხორციელების შესაძლებლობის შესახებ. გენერალურმა დირექტორმა განიხილა შესარჩევი კომისიის აღნიშნული რეკომენდაცია და მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მომზადებულიყო პილოტები აღნიშნულ პროექტებზე, რომლებსაც კომისია შეაფასებდა მესამე ტურში გადასულ სხვა პროექტების პილოტებთან ერთად. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის „ხა
წაკითხვა
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
კონკურსში „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ პირველი არხისა და „რადიო 1“-ის ჟურნალისტებმა ეკატერინე კოპალიანმა, ნათია არველაძემ და მანანა დევაძემ გაიმარჯვეს
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კონკურსის „ჟ
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა წარმატებით იასპარეზა
საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტებმა მსოფლიო პროფესიული უნარების შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. საერთაშორისო კონკურსში 77 ქვეყნის
წაკითხვა
|