| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/166869.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საქართველოში მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემა ამოქმედდა
გამოქვეყნებულია 2017-06-26 11:28:00
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგამოფენო დარბაზ ექსპოჯორჯიაში გამართულ პრეზენტაციას - "ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ დაესწრო. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემის ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს შესაძლებლობა საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური. გამომუშავებული ელექტროენერგია კი - თავადვე მოიხმაროს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტოენერგიის გახარჯვა სრულად ვერ მოხდა, მომხმარებელი მას ნეტო აღრიცხვის ქსელში გაუშვებს. ნეტო აღრიცხვის სისტემა უკვე მოქმედებს და გამომუშავებული ენერგიის საერთო ქსელში მიწოდების შემთხვევაში, ანაზღაურების მიღებას და ყოველთვიურად, ქვითარში არსებული სხვაობით ანგარიშსწორებას გულისხმობს. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური (ე.წ. ნეტო აღრიცხვა), როგორც საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და მისი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. აღნიშნული ცვლილებით, საცალო მომხმარებელს მიეცა შესაძლებლობა, დაამონტაჟოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, აწარმოოს ელექტროენერგია საკუთარი მოხმარებისთვის, ამავდროულად პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროსისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიაწოდოს ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტროენერგია ვერ დააკმაყოფილებს მის მოხმარებას, გამანაწილებელი კომპანიის ქსელიდან მიიღოს შესაბამისი რაოდენობის ელექტროენერგია. "ნეტო აღრიცხვა ეს არის პირველ რიგში დემონსტრირება მოქალაქის და სახელმწიფოს ურთიერთსასარგებლო კომუნიკაციის, მეორე რიგში კი თანამედროვე, ევროპული ცხოვრების, აზროვნებისა და შემოსავლის მოძიების სტილი. საქართველოში ენერგეტიკა განვითარების უკვე ისეთ საფეხურზეა, როდესაც განახლებადი ენერგიების ათვისება და გამოყენება მხოლოდ ქვეყნის, სექტორის ფუფუნება კი არ არის, არამედ სავსებით ხელმისაწვდომი მეტიც, სარფიანია ნებისმიერი მოქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 910 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ
წაკითხვა
კახა კალაძე - როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და ვახორციელებდი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, ხშირად გვიწევდა უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა, რადგან საქართველოში ამ კუთხით კვალიფიციური ადამია
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კა
წაკითხვა
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე საკრებულოს მომავალი უმრავლესობის წევრებს ხვდება
ამ წუთებში თბილისის
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი - გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს და ვუსურვებ, იყოს წარმატებული მერი
გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს და ვუსურვებ, იყოს წარმატებული მერი, - ამის შესახებ მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა გა
წაკითხვა
კახი კალაძე - მზად ვარ შრომისთვის და მზად ვარ იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს
ჩვენ ცესკო-ს მიერ ხმების დათვლას დაველოდე
წაკითხვა
კახი კალაძე - ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე იმ პრობლემებსა და წუხილებზე, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს
პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
საარჩევნო ადმინისტრაციას პატივი უნდა ვცეთ
წაკითხვა
ენერგეტიკის მინისტრის ახალ მოადგილედ რომეო მიქაუტაძე დაინიშნა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.
წაკითხვა
|