| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167066.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ევროსაბჭო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სპეციალურ რეზოლუციას მიიღებსქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-27 13:05:00
ევროსაბჭო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს და რეზოლუციას მიიღებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულმა კომიტეტმა ქართული დელეგაციის ინიცირებულ საკითხს მხარი დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი კომიტეტის ერთსულოვან მხარდაჭერას საზოგადოებრივთან საუბრისას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს. „კომიტეტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ეს მხარდაჭერა იყო ერთსულოვანი. მნიშვნელოვანია, რომ დელეგაციის მხარდაჭერაც იყო ერთსულოვანი, როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. წლებია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რეზოლუციების სახით, მნიშვნელოვანი პოზიცია არ დაუფიქსირებია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი რეზოლუცია შეიქმნას. ერთი მხრივ, ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და მეორე მხრივ, იმიტომ, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენ ფაქტობრივად, ვერცერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან ვერ ვიღებთ ინფორმაციას, რეალურად რა ვითარებაა. ამიტომ, ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის გააქტიურება ამ მიმართულებით ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, რეზოლუციაში უნდა დაფიქსირდეს ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და შემდგომ, ამ რეზოლუციის საფუძველზე უნდა მიეცეს ადამიანის უფლებათა კომისარს ამ ტერიტორიების მონიტორინგის საშუალება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თამარ ჩუგოშვილი - ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი მსჯავრდებული, რომელიც მოიხდის სასჯელს ისევე, როგორც სხვა მსჯავრდებულები
ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლე
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვერ აკონკრეტებს, უმრავლესობა სიმონ ნოზაძისა
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - რაც უფრო ხშირად მოვლენ მინისტრები პარლამენტში, მით უკეთესია სამინისტროებისთვისაც და პარლამენტისთვისაც
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი მეჭიაურის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - კონკრეტული ოლქის შედეგები შესაბამისი ორგანოების, საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს კომპეტენციაა
კონკრეტული ოლქის შედეგები შესაბამისი ორგანოების, საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს კომპეტენც
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - რამდენიმე საარჩევნო უბანზე სხვადასხვა პირების უკანონოდ ყოფნის ფაქტი ფიქსირდება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი კანონპროექტების თანმხლები განმარტებითი ბარათების შინაარსის გაუმჯობესების ინიციატივით გამოვიდა
ღია და გამჭვირვალე მმართველობის საბჭოს ფა
წაკითხვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღდგენის საშუალებას იძლევა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების აღდგენის საშუალებას იძლევა. შესაბამისი დოკუმე
წაკითხვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანს დემოკრატიის განმტკიცებისკენ მოუწოდა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანს დემოკრატიის განმტკიცებისკენ მოუწოდა.
წაკითხვა
|