საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167391.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1260

გიორგი კვირიკაშვილი - საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში შეიმუშავა ცვლილებები, რომლითაც საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია

თამარ ოდიშარია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-29 12:30:00

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახდინა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების ინიცირება და უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე, პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„საქართველომ 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, სამწუხაროდ მიიღო კონსტიტუცია, სადაც საკმაოდ ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი არაერთი ნორმა იყო შეტანილი. სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახდინა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების ინიცირება და უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე, პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია“,- განაცხადა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი  კვირიკაშვილმა განმარტა, თუ რას უზრუნველყოფს კონსტიტუციის ახალი მოდელი:

სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს;  მკაფიოდ განაწილებულ პასუხისმგებლობებს ხელისუფლების შტოებს შორის;  ძლიერ პარლამენტს თავისი ბუნებრივი როლით; პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად გამარტივებულ პროცედურებს; უფრო ეფექტურ მთავრობას; პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის, კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტებულ ფუნქციებს; ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცალსახად დაფიქსირებულ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს.

მისივე თქმით, საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებით.

„ ეს არის დიდი მიღწევა, რადგან გვახსოვს არაერთი სხვა ხელისუფლება, რომელთა პირობებშიც ეს საკითხი მსჯელობის საგნად იქცა, მაგრამ არც ერთი მათგანის პირობებში არ არსებობდა რეალური პოლიტიკური ნება, რომ ეს ცვლილება რეალურად განხორციელებულიყო. ხოლო, რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს, აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა ხალხის მიერ არჩეულ უმრავლესობასთან შესაძლებელი გახდა 2024 წელთან დაკავშირებით და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული“,- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები და მისი ძირითადი პრინციპები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. 

„ამ პროცესის საბოლოო წარმატებისთვის ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას და რა თქმა უნდა პოლიტიკურ დიალოგს ადგილზე. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო კომისიას და პირადად ბატონ ჯანი ბუკიკიოს, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის ამ პროცესში. ჩვენ გვქონდ აძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ განვლილი პროცესი და მე გამოვთქვი მზადყოფნა, გავაგრძელოთ როგორც კომისიასთან თანამშრომლობა, ასევე - პოლიტიკური დიალოგი. ყველას მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება კანონის უზენაესობის პრინციპს. კანონის უზენაესობის რეალიზება კი, შეუძლებელია დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. მიუკერძოებელი სასამართლო გადამწყვეტია დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოსთვის, რაც, თავისთავად, განაპირობებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი სამოქალაქო ღირებულებებისა და სამართლებრივი ინსტიტუციებისადმი რწმენის ჩამოყალიბებაში. საქართველომ ამ მიმართულებით ურთულესი გზა გაიარა, თუმცა დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება - საკონსტიტუციო სასამართლო იქნება საქართველოს კონსტიტუციის გარანტი და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების მაღალი სამართლებრივი კულტურის განვითარებაში. აქვე მინდა ხაზი გავუსვა კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი საინტერესოდ წარიმართება, კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების კუთხით გამოცდილების გაზიარება ძალიან წაადგება ყველა მონაწილე ქვეყანას და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას - საქართველოს. ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ. დიდი მადლობა ყურადღებისა და ჩამობრძანებისთვის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები
გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას
წაკითხვა