| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167403.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმაზე მსჯელობსთეა ბითაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-29 13:46:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმას განიხილავს. „მაუწყებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ. ჩემს არჩევამდე საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილება იყო მიღებული ტექნიკურ საკითხებზე. პირველივე დღიდან ვმუშაობდით და ვერკვეოდით ამ საკითხში. შეიქმნა გადაიარაღების სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ პროცესს გაუძღვება. მაუწყებელი საკუთარი ძალებით გაუძღვება ამ პროცესს. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც წარმოგიდგენთ მთლიან გეგმას. გეგმას აქვს კონკრეტული ეტაპები, რაც გამოიხატება კონკრეტულ ტენდერებში. პირველ წელს დაახლოებით 5 ან 6 ტენდერი ჩატარდება. ეს არის გეგმა, რომელიც 2017 წელს გულისხმობს. ტექნიკურმა სამსახურმა ამაზე იმუშავა ძალიან ღრმად“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. მისივე თქმით, ტექნიკური გადაიარაღებისთვის 2017 წელს დაახლოებით 15-18 მილიონი დოლარი დაიხარჯება. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაუწყებლის 2017-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების გეგმა დეტალურად წარმოადგინა წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორმა, თეონა მაზმიშვილმა. მისი თქმით, აუცილებელია, მოხდეს კამერების პარკის განახლება, რადგან კამერების დიდი ნაწილი დაზიანებულია. "კამერებს აკლიათ კომპლექტაციის ნივთები, დიდი ნაწილი მოძველებულია, ფოკუსისა და ფერის გასწორება შეუძლებელია. დაახლოებით 13-14 კამერაა, რომელიც შეიძლება დავტოვოთ. ასევე ყველაზე მსხვილი პრობლემაა არხზე განათება, განათების პულტი გამოშვებულია 1975 წელს, შესაბამისად, ადამიანები განათებას ხელით მართავენ. განათების თითოეული მოწყობილობა 30-40 წლის წინ არის შეძენილი, მათი ნათურებიც აღარ გამოდის, რომ შევცვალოთ. ასევე, პრობლემაა საკიდები, რომლებიც დიდი ხნის წინ არის დამონტაჟებული, ვეღარ უძლებს სიმძიმეს და თანამედროვე განათების აღჭურვილობა ამაზე ვერ დაიკიდება“, - განაცხადა თეონა მაზმიშვილმა. მისივე თქმით, პრობლემები აქვს სამონტაჟო სისტემას. „სამონტაჟო სისტემის განახლება 7 წელია, არ მომხდარა და მისი აღდგენა უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის შეძენა. ასევე პრობლემებია სააპარატუროშიც“, - განაცხადა თეო მაზმიშვილმა. მისივე თქმით, აუცილებელია მოხდეს პირველი და მეორე არხების სრულად HD ხარისხით მაუწყებლობა, ასევე რადიო სიხშირეების გაძლიერება. ამასთან, მაუწყებლის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორის განცხადებით, მაუწყებლის არქივის სრულად გაციფრულება ეტაპობრივად დაიწყება. „პირველ ეტაპზე ნიუსრუმის მიმდინარე არქივი განახლდება, გადაღებული მასალის დაარქივება ციფრულ ხარისხში მოხდება. მეორე ნაწილი ცენტრალური არქივის გაციფრულებაა. შემდგომი კი, ოქროს ფონდის არქივის პროექტია, რომელიც ასევე მუშავდება“, - განაცხადა თეონა მაზმიშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენგეგმის პროექტი მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პროექტი დედაქალაქის მერიას 13 ნოემბერს ჩაბარდება. შემდეგ კი დასამტკიცებლად ახალი შე
წაკითხვა
“სითი ინსტიტუტის" დირექტორი - თბილისის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა, მერიას დოკუმენტი 13 ნოემბერს ჩაბარდება
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენ
წაკითხვა
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
დავით ჭიჭინაძე - პატარა ქვეყანა ვართ და შეიძლება ხუთლარიან პერანგში ექვსი ლარი გადაიხადო, რაზეც ქალაქში იტყვიან, რომ ფული „იჭმევა“
ვიცით, რომ შოუები უცხოურია, მათ იძენენ და ყველა წარმატებული პროექტი პრაქტიკულად, შეძენელია. შ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
კახა კალაძე მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებს შეხვდება
თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე
წაკითხვა
|