| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167433.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ნოდარ ჭიჭინაძე - მაუწყებელს აქვს უნარი, მოიზიდოს რესურსი და გადაჭრას მნიშვნელოვანი ამოცანებიელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-29 15:52:00
საზოგადოებრივი მაუწყებელს გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმის განსახორციელებლად ფინანსური რესურსის მოზიდვა დასჭირდება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტექნიკური გადაიარაღება საკმაოდ მასშტაბური პროექტია და ამის უზრუნველყოფა მაუწყებლის სახსრებით ვერ მოხერხდება. "ტელევიზიას აუცილებლად დასჭირდება ფინანსური რესურსის მოზიდვა, სესხს ვგულისხმობ. უბრალოდ, ამხელა ცვლილება მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ მოხერხდება. სესხი გადანაწილდება გრძელვადიან პერიოდზე“, - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ. ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი თანხების მოზიდვას შეეცდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან. „მაუწყებელს აქვს უნარი, რომ მოიზიდოს რესურსი და გადაჭრას მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც მისი შემდგომი საქმიანობისთვის არის გარდაუვალი. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ცალკე პროექტს და დაფინასების წყაროს გარედან მოვიძიებთ. დღევანდელი გათვლით, საუბარია 15-18 მილიონი დოლარის ვალის აღებაზე“, - ნოდარ ჭიჭინაძემ. მისივე თქმით, სესხის მიუხედავად ტელევიზიის საქმიანობის არც ერთ მიმართულებას დაფინანსება არ მოაკლდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მაუწყებლის მენეჯმენტმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მაუწყებლის გრძელვადიანი მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმა, რომელიც საბჭოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
„დოიჩე ველეს“ წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ
საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს, დღეს მას "
წაკითხვა
პირველი არხი არასაპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს
პირველი არხი კანონით განსაზღვრული ვალ
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის აუცილებლობაზე ჩვენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენლის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით,
წაკითხვა
|