საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167526.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3271

რადკა ბეთჩევა - ახალი ცვლილებების შესახებ ინფორმირებული ვართ

გამოქვეყნებულია 2017-06-30 01:48:00


ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმასთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებას გამოთქვამს. 

„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის მნიშვნელოვანი წევრია. საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო დროს ძირეული რეფორმები მიმდინარეობს, ევროპის მაუწყებელთა კავშირი კი ამ პროცესს მტკიცედ უჭერს მხარს. ჩვენ დავინახეთ ბევრი პოზიტიური განვითარება და მიღწევა. ევროპის მაუწყებელთა კავშირი ყოველთვის მხარს უჭერს, თვალყურს ადევნებს და მუდმივად ახლო კონტაქტშია საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან. 

მიმდინარე წლის აპრილში ევროპის მაუწყებელთა კავშირში წარმოდგენილი იყო კანონში შესატანი ცვლილებები. ჩვენ განვიხილეთ ცვლილებები და პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კობახიძეს კომენტარები გავუგზავნეთ.  ეს ცვლილებები ეხებოდა სამ ძირითად საკითხს: პირველი - ორგანიზაციის მართვის წესს, მეორე -შესყიდვების პროცედურებს, მესამე - რეკლამას.

ჩვენ გავგზავნეთ კომენტარები ევროპულ სტანდარტებსა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. 

ახალი ცვლილებების შესახებ ინფორმირებული ვართ. ჩვენ მოგვაწოდეს ახალი ცვლილებები, ამჟამად მისი განხილვის პროცესში ვართ და პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენს მოსაზრებებს კვლავ მივაწვდით“,  - აცხადებს რადკა ბეთჩევა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი