| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167615.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 პირველი ივლისიდან დასახელებების - „ყველისა“ და „კარაქის“ მითითება მხოლოდ რძის ნაწარმზე დაიშვებანიკა მუკბანიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-30 15:17:00
ხვალიდან, პირველი ივლისიდან დასახელებების - „ყველისა“ და „კარაქის“ გამოყენება მხოლოდ რძისგან წარმოებულ ნაწარმზე იქნება შესაძლებელი. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების ნაწილი პირველი ივლისიდან ამოქმედდება. სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის გია მიქაძის განცხადებით, ორი ძირითადი ცვლილება კარაქის და ყველის ეტიკეტირებას ეხება. პირველი ივლისიდან იკრძალება პროდუქტზე სახელწოდება „ყველის“ დარქმევა, თუ ის მხოლოდ ნედლი რძისგან არ არის დამზადებული. „რძის ფხვნილისგან დამზადებული რძის ნაწარმისთვის, რაზეც ადრე დაშვებული იყო, რომ ეტიკეტზე გაგვეწერა „ყველი“, ამჟამად ეს იკრძალება, ანუ „ყველი“ დაეწერება მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისგან იქნება დამზადებული“- აცხადებს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი. მეორე ცვლილება შეეხება „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას გია მიქაძის განცხადებით, ცვლილების თანახმად, აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79%-ს შეადგენს. „კარაქს, რომელიც 39 დან 79 პროცენტამდე რძის ცხიმს შეიცავს, ეტიკეტზე დაეწერება კარაქი შემცირებული რძის ცხიმით“ - აცხადებს გია მიქაძე. ამასთან, დაუშვებელია ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში ტერმინ „კარაქის“ გამოყენება, თუ პროდუქტისთვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა. რძის პროდუქტებს, კერძოდ ყველსა და კარაქს სურსათის ეროვნული სააგენტო შეამოწმებს. ეტიკეტირების წესის დამრღვევი ბინზესოპერატორები კი, პირველ ეტაპზე, 400 ლარით დაჯარიმდებიან. „ეტიკეტირების წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 400-ლარიანი, ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში 1200-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული“ - აცხადებს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გია მიქაძე. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია, რომელიც ხვალიდან ყველის და კარაქის მწარმოებლებისთვის ამოქმედდება
ხვალიდან ყველის და კარაქის მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება. იცვლება ეტიკეტირების წესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მკაცრად გაკონტრო
წაკითხვა
სოციალურად დაუცველთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა პირველი ივლისიდან ამოქმედდება - რა პროცედურებია საჭირო წამლების მისაღებად
პირველი ივლისიდან, ქრონიკული დაავადებების
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი დამტკიცდა
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანები
წაკითხვა
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა - რა შემთხვევაში შეგიჩერდებათ მართვის უფლება [ვიდეო]
2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონ
წაკითხვა
პირველი ივლისიდან უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდება [გრაფიკა]
პირველი ივლისიდან პოლიციას ეძლევა უფლება, მის სარგებლობაში არსებულ ამოსაცნობი ნიშნების არმქონ
წაკითხვა
ავიაკომპანიებისთვის სავალდებულო დაზღვევის ახალი წესი პირველი ივლისიდან ამოქმედდება
საქართველოში მომუშავე ავიაკომპანიებისთვის პირველი ივლისიდან სავალდებულო დაზღვევის ახალი წესი
წაკითხვა
ორი ინდმეწარმე საბავშვო ბაღებს კარაქის ნაცვლად სპრედს აწვდიდა, საგამოძიებო სამსახურმა ორივე მათგანი პასუხისგებაში მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და თაღლითობის ჩადენის ფაქ
წაკითხვა
რა ცვლილებებს ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც პირველი ივლისიდან ძალაში უნდა შევიდეს
კანონი, რომლის ამოქმედება გარკვეული პერიო
წაკითხვა
|