საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167689.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

5906

უცნაური უძველესი არსება, რომელიც დარვინს მისტიკაში აგდებდა - წარმომავლობა ბოლოსდაბოლოს გარკვეულია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-30 22:07:00

უმეტეს ძუძუმწოვართაგან განსხვავებით, მას ცხვირი პირდაპირ თვალებს შორის ჰქონდა, როგორც სპილოს ხორთუმი. წონა დაახლოებით ცხენის ჰქონდა. მისი კისერი გრძელია, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ორი საუკუნის წინ, სამხრეთ ამერიკაში აღმოჩენილი ეს უცნაური არსება შესაძლოა დიდი ზომის ლამა ყოფილიყო. 

მაგრამ როგორც ნამარხების ახალი ანალიზები აჩვენებს, Macrauchenia patachonica არც ლამაა, არც ცხენი და არც სპილო.  

სწორედ ამიტომ აგდებდა ეს არსება მეცნიერებს საგონებელში, მათ შორის ევოლუციის მამას, ჩარლზ დარვინსაც. ამ დრომდე საიდუმლოებით მოცული რჩებოდა მისი წარმოშობა; ასევე — რა შეემთხვა ამ სახეობას. 

გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტისა და ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის მეცნიერებმა სამხრეთ ჩილეს ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნ ნამარხებს მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზი ჩაუტარეს. 

მათი აღმოჩენა შემდეგში მდგომარეობს: მაკრაუხენია (Macrauchenia) ცხენების, მარტორქებისა და ტაპირების შორეული ნათესავია; საერთო ჯამში, ყველა ისინი კენტჩლიქოსანთა ჯგუფს მიეკუთვნებიან. 

ამ ცხოველთა მოდგმა და თანამედროვე კენტჩლიქოსნები, რომლის რიგებშიც ასევე შედიან ზებრა და მარტორქა — 66 მილიონი წლის წინ გაიყო, დაახლოებით დინოზავრების გადაშენების ეპოქაში და მას შემდეგ, საერთო წინაპარი აღარ ჰყოლიათ. 

„პირველად ისტორიაში, დნმ-ის ნიმუშების გამოყენებით, ეს ძალიან იდუმალი ძუძუმწოვარი შესაფერის ევოლუციურ კონტექსტში მოვათავსეთ“, — ამბობს The Washington Post-თან საუბრისას ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის კურატორი და წინა კვირაში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი როს მაკფი. 

„ამ კვლევამდე, ეს ყველაფერი ბურუსით იყო მოცული“. 

ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ცნობით, ტრადიციულად, უძველესი დნმ-ის შესწავლისას, მეცნიერები ეყრდნობიან სახეობის ახლო ევოლუციური ნათესავის გენეტიკურ ნიმუშებს. 

მაგრამ იმის გამო, რომ მაკრაუხენიას არც ერთი ახლო ნათესავი დედამიწაზე ცოცხალი აღარ არსებობს, მისი გენეტიკური შემადგენლობის რეკონსტრუქციისათვის მეცნიერებმა სხვა გზას მოძებნა გადაწყვიტეს, — ამბობს პრესრელიზში კველვის უფროსი ავტორი, პოტსდამის უნივერსიტეტის მკვლევარი მიკ ვესტბერი. 

ამისათვის, მეცნიერებმა გამოიყენეს რამდენიმე ცოცხალი სახეობის დნმ და საბოლოოდ, თანდათანობით აღადგინეს მაკრაუხენიას მიტოქონდრიული გენომის 80%. 

2015 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ანალიზი ჩაუტარეს მაკრაუხენიასა და იმ პერიოდის კიდევ ერთი უცნაური არსების — ტოქსოდონის ძვლებში აღმოჩენილ ცილებს. ამ ორივე ცხოველის ნამარხები პირველად ჩარლზ დარვინმა აღმოაჩინა, მე-19 საუკუნეში. 

თითქმის იგივე შედეგები ჰქონდა კიდევ ერთ, წინა კვლევას, რომელმაც მაკრაუხენია და ტოქსოდონი ასევე კენტჩლიქოსანთა ჯგუფში მოათავსა. 

თუმცა, ახლახან ჩატარებული დნმ-ის ანალიზები ბევრად უფრო ზუსტია და მეცნიერებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ თუ როდის გამოიყო მაკრაუხენია იმ ევოლუციური მოდგმისგან, რომელმაც წარმოშვა თანამედროვე ცხენები, მარტორქები და ტაპირები, — ამბობს მაკფი. 

„მეცნიერებაში ყოველთვის მნიშვნელოვანია შედეგების დადასტურება, განსხვავებული მიდგომებისა თუ მოლეკულების გამოყენება“, — აღნიშნავს მაკფი. 

ჯგუფმა დნმ-ის იგივე ანალიზების ჩატარება ტოქსოდონის შემთხვევაში ვერ შესძლო. თუმცა, როგორც მაკფი აღნიშნავს, იგი მაინც კმაყოფილია მაკრაუხენიას შემთხვევის წარმატებით. 

ორივე მათგანი სამხრეთ ამერიკის მკვიდრი უკანასკნელი კენტჩლიქოსანი იყო, იმ ჩლიქოსან ძუძუმწოვართა უაღრესად მრავალფეროვანი ჯგუფი, რომლებიც ამ კონტინენტზე მილიონობით წლის მანძილზე დაწანწალებდნენ. მრავალი მათგანი 20 000 წლის წინ გაქრა, მაკრაუხენია და ტოქსოდონი კი დაახლოებით 10 000 წლის წინ გადაშენდნენ.  

მაკრაუხენიისა და ტოქსოდონის პირველი ნამარხები  ჩარლზ დარვინმა 1834 წელს აღმოაჩინა, სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისას. მაკრაუხენიას მან არგენტინის სამხრეთ სანაპიროსთან მიაგნო. 

როგორც მაკფი აღნიშნავს, ურუგვაიში ყოფნისას, დარვინმა ერთ-ერთი გლეხისგან შეიტყო მიწის დამუშავებისას უკიდურესად უცნაური ნადირის ჩონჩხის აღმოჩენის შესახებ; მკვლევარს ამ აღმოჩენის შემოწმებაც სურდა. 

დიახ, ეს ცხოველი ტოქსოდონი იყო, რომელიც მაკრაუხენიას ზომით ორჯერ აღემატებოდა. დარვინმა იგი აღწერა როგორც „ყველაზე უცნაური ცხოველი, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ“. 

მას მღრღნელის მსგავსი, მოღუნული კბილები ჰქონდა. ტანით დაახლოებით მარტორქის ზომის იყო, ჰქონდა ძალიან მოკლე ფეხები, გიგანტური სხეული და უზარმაზარი თავი, — ამბობს მაკფი.  

„ამ ცხოველით იგი ნამდვილად გაოცებული იყო, რასაც ხაზსაც უსვამდა. მას მსგავსი არაფერი ენახა. ასეთი ცხოველი მანამდე არც არავის ჰქონდა აღწერილი“, — ამბობს მაკფი დარვინის შესახებ. 


მაკრაუხენია



მაკრაუხენია


ტოქსოდონი


მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ნელამავალნი — დედამიწის ყველაზე გამძლე არსებათა წარმომავლობა გარკვეულია
ნელამავალნი — დედამიწის ყველაზე გამძლე არსებათა წარმომავლობა გარკვეულია
ნელამავალთა გენომის ახალმა ანალიზებმა მსო
წაკითხვა
ციცქნა არსება, რომელიც ყველა აპოკალიფსს გადაურჩება და დედამიწის ერთადერთ მკვიდრად დარჩება
ციცქნა არსება, რომელიც ყველა აპოკალიფსს გადაურჩება და დედამიწის ერთადერთ მკვიდრად დარჩება
ასტეროიდის დაცემა,
წაკითხვა