საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/167835.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

774

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი შემადგენლობით პირველ სხდომას გამართავს

თამარ მაჭანკალაძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-07-02 20:18:00

ხვალ, 3 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალი შემადგენლობით პირველ სხდომას გამართავს. სხდომა 15:00 საათზე დაიწყება. 

საბჭო დღის წესრიგით განსაზღვრულ ოთხ საკითხზე იმსჯელებს. მათ შორის: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარისა და სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხია. 

სხდომაზე საბჭოს წევრები საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს „ოჯახში ძალადობისგან დამცავი მექანიზმების შეფასება“ განიხილავენ. საკითხზე მოხსენებელი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეა. 

ხვალვე, ახალი შემადგენლობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების პროექტს განიხილავს. 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი არამოსამართლე წევრი საკანონმდებლო ორგანომ მიმდინარე წლის 21 ივნისს დაამტკიცა. ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები ფარული კენჭისყრის შედეგად დამტკიცდნენ. მათ შორის არიან ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, რომელსაც 108-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი; ირმა გელაშვილი 100 ხმით აირჩიეს; 93 დეპუტატის მხარდაჭერით თანამდებობაზე ლევან გზირიშვილი აირჩა; მეოთხე ვაკანტური ადგილი კი, 84 ხმით, ზაზა ხარებავამ დაიკავა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად 24 ივნისს, მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. მან პოსტზე ლევან მურუსიძე ჩაანაცვლა. 

ამავე დღეს კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრი აირჩიეს, მათ შორის ირაკლი შენგელია 259 ხმით, ირაკლი ბონდარენკო 256 ხმით, დიმიტრი გვრიტიშვილი 268 ხმით და ვასილ მშვენიერაძე 243 ხმით.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში გამართავს
30 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გას
წაკითხვა
 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა, - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს განიხილავენ. მათ შორის ერთ-ერთი დამო
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 უვადო მოსამართლე აირჩია - რა გახდა ნინო გვენატაძის პროტესტის მიზეზი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 უვადო მოსამართლე აირჩია - რა გახდა ნინო გვენატაძის პროტესტის მიზეზი
ხმაურიანი სხდომის შემდეგ იუსტიციის უმაღლე
წაკითხვა
ხმაური და ურთიერთბრალდებები იუსტიციის საბჭოში
ხმაური და ურთიერთბრალდებები იუსტიციის საბჭოში
ხმაურით ჩაიარა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების კენჭისყრამ.
წაკითხვა
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, გვანცა ყუფარაძის განმხილველი მ
წაკითხვა
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო კენჭს უყრის
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო კენჭს უყრის
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო დღეს კენჭს უყრის. 
წაკითხვა