| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/168096.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მაუწყებლის განვითარების ოთხწლიანი გეგმა მედიას წარუდგინათეა ბითაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-04 12:23:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მაუწყებლის განვითარების ოთხწლიანი გეგმა მედიას წარუდგინა. როგორც მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, მაუწყებელში დიდი პროექტები დაიწყო, რაც ახალი ტელევიზიის შექმნას გულისხმობს. მაუწყებლის 2017-2020 წლებში განსახორციელებელი პროექტების გეგმა წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორმა, თეონა მაზმიშვილმა წარადგინა. როგორც თეონა მაზმიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაიარაღების დიდი ნაწილი მოხდება არსებულ შენობაში. „საზოგადოებრივი მაუწყებლის ნიუსრუმი მძიმე პირობებში მუშაობს, არ აქვთ კამერები და მიკროფონები, ასევე შიდა სივრცე. მიმდინარეობს ნიუსრუმის რემონტი. განახლდება სასერვერო. მოამბეს და პოლიტიკურ გადაცემებს ექნებათ ახალი სტუდია, სადაც შეძლებენ, რომ ოპერატიულად მიაწოდონ მაყურებელს ინფორმაცია. სრულად განახლდება 2017 წელს კამერა პარკი, რათა ჩვენმა თანამშრომლებმა ყველა სიტუაციაშია შეძლონ მუშაობა. შეიცვლება განათების აღჭურვილობა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში 1975 წლის შემდეგ არ განახლებულა. მთავარია, რომ ამ აპარატურის სრულად მიგრაცია მოხდება ახალ შენობაში. წელს დიდი ყურადღება მიენიჭება გავრცელებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არის სხვადასხვა ხარისხის მაუწყებლობა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა გადაცემა გავიდეს მაღალ ხარისხში. წლევანდელი წლის მთავარი საკითხი არის ვები და საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ყოველ წუთას ანახლებს ინფორმაციას და არის კონკურენტურნარიანი. ასევე იგეგმება ავტოპარკის განახლება“, - განაცხადა თეონა მაზმიშვილმა. მისივე თქმით,მაუწყებელს ემატება სხვადასხვა ზომის სტუდიები, დიდი სტუდია მეგა შოუებისთვის, სტუდიები ახალი ამბების, დილის და დღის გადაცემებისთვის. „მიმდინარე საკითხებში გვაქვს რეგიონების ოფისები, რათა შევძლოთ სხვადასხვა რეგიონიდან მაუწყებლობა. მთავარი არის არქივი, რომლის გაფიცრულებაც მოხდება ეტაპობრივად. დიდი ყურადღება ეთმობა რადიოს, რადგან მაუწყებელი ყველა პლატფორმაზე უნდა იყოს ოპერატიული და ხარისხიანი“, - განაცხადა თეონა მაზმიშვილმა. მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმის ნახვა შესაძლებელია ბმულზე. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
„დოიჩე ველეს“ წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ
საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს, დღეს მას "
წაკითხვა
პირველი არხი არასაპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს
პირველი არხი კანონით განსაზღვრული ვალ
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის აუცილებლობაზე ჩვენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენლის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით,
წაკითხვა
|