| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/168175.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გრიგოლ გოგელია - მაუწყებლის ერთიანი ტექნოლოგიური გეგმა შემუშავდა იმისთვის, რომ ინვესტიციები გარკვეულ ინფრასტრუქტურაში ე.წ. დაკემსვის რეჟიმში, ერთიანი სურათის გარეშე არ მომხდარიყოთეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-04 16:51:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას განცხადებით, მაუწყებლის ერთიანი ტექნოლოგიური გეგმა შემუშავდა იმისთვის, რომ ინვესტიციები გარკვეულ ინფრასტრუქტურაში ე.წ. დაკემსვის რეჟიმში, ერთიანი სურათის გარეშე არ მომხდარიყო და გეგმაზომიერი ყოფილიყო, როგორც ეს დღეს არის წარმოდგენილი. გრიგოლ გოგელიამ მაუწყებელში შექმნილ ვითარებაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაუწყებლის მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღების გეგმის წარდგენისას ისაუბრა. მისი თქმით, 2014 წელს ახალმა სამეურვეო საბჭომ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომლის ერთ-ერთი ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური უზრუნველყოფა იყო. „ამ გეგმის მიხედვით, რომელიც 2015 წელს მორჩა, ერთიანი ტექნოლოგიური გეგმა უნდა შემუშავებულიყო და რატომ? - იმისთვის, რომ ინვესტიციები გარკვეულ ინფრასტრუქტურაში ე.წ. დაკემსვის რეჟიმში, ერთიანი სურათის გარეშე არ მომხდარიყო და გეგმაზომიერი ყოფილიყო, როგორც ეს დღეს არის წარმოდგენილი. ეს დავალება მენეჯმენტს ჰქონდა. 2015 წლის ბოლოს, ეს ბორდის პრიორიტეტი იყო. ამის შემდეგ, გენერალური დირექტორი წავიდა, ახალი გენერალური დირექტორი მოვიდა და ეს გეგმა ძალიან მოკლე ვადაში იყო წარმოდგენილი. ძველ მენეჯმენტს მაშინაც ვეუბნებოდით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მზად არის, ერთიანი გეგმის ნაწილში კრედიტის აღება განიხილოს და ორგანიზაცია 2015 წელს ვალებისგან მთლიანად გათავისუფლდა და მაშინ, გარკვეული ინვესტიციების განხორციელებაზე ორი მიზეზის გამო უარი ვთქვით - ვალი გვქონდა გასასტუმრებელი და ტექნიკური გადაიარაღების გეგმა არ არსებობდა. დღეს ვალისგან გასუფთავებული ორგანიზაცია ვართ, მთლიანი გეგმა გვაქვს და ნებისმიერი კომპანია თავის საწარმოო სისტემის უზრუნველყოფას პირდაპირი ოპერაციული თანხებიდან არ ახდენს“, - განაცხადა გოგელიამ. გოგელიამ ყურადღება მაუწყებლის მოქმედი შენობის, მესამე სართულის კოსმეტიკურ რემონტზეც გაამახვილა. „ეს ორმაგი ხარჯი არ გამოდის. ორმაგი ხარჯი იქნებოდა, თუ იგივე რემონტი დაჯდებოდა, რაც ახალი შენობა. ნიუსრუმის პროექტი მთლიანი მართვის სისტემას მოიცავს. ჩვენი გეგმა საერთაშორისო კომპანიასთან ერთად შევიმუშავეთ და ეს რომ განხორციელდეს, ამისთვის, საჭიროა ადგილი, რომელიც ამ პროცესების განხორციელებას დაეხმარება. ეს მთლიანი სამუშაო მიმდინარეობაა, რომელიც, მათ შორის, ამ რემონტმა უნდა უზრუნველყოს. ეს დიდი პროექტია, რომელიც ტექნიკურ, მართვით ნაწილებსაც მოიცავს. ეს ნაწილი წელს დაიწყება. სამი წელი ვერ გავჩერდებით, რომ ეს შევაჩეროთ, რადგან ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია. ეს ყველაფერი იმ შენობაში გადავა, რომელიც აშენდება“, - დასძინა გოგელიამ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
გრიგოლ გოგელია - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლებას გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ
2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენ
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
„დოიჩე ველეს“ წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ
საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს, დღეს მას "
წაკითხვა
პირველი არხი არასაპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს
პირველი არხი კანონით განსაზღვრული ვალ
წაკითხვა
|