ძლიერი წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად, თეთნულდის მწვერვალიდან ჩამოსულმა წყლის მასამ სოფელ ჟაბეშში ღელეს ადიდება გამოიწვია, წვიმის გაგრძელების შემთხვევაში კი მეწყრის საშიშროებაც არსებობს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს მესტიის რაიონის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა.
გამგებლის ინფორმაციით, ღელე სოფლის ტერიტორიაზე ჩამოდის, მაგრამ ადიდების მიუხედავად, ის კალაპოტიდან არ არის გადმოსული.
კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ წვიმა გაგრძელდა, შესაძლოა წყლის მასა კვლავ ჩამოვიდეს ან მეწყერი ჩამოწვეს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ადგილზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მიემართებიან, რომლებიც ვითარებას შეაფასებენ, დამატებითი პროცესების განვითარების ან საფრთხის არსებობის შემთხვევაში კი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება.