საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/168345.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1316

7-8 ივლისს G20 გაიმართება - რა მოლოდინებია მნიშვნელოვანი სამიტის წინ

თამთა რუხაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-05 16:43:00

ზუსტად ორ დღეში, გერმანია წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიტს, G20-ს - დიდ ოცეულს უმასპინძლებს.

რა არის დიდი ოცეული?

ეს არის მსოფლიოს დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრა. ამ სამიტში მონაწილეობას 19 წევრი იღებს, მათ შორის ერთი - ესპანეთია, რომელსაც მიწვეულის სტატუსი აქვს მინიჭებული, სამიტის მეოცე წევრი კი ევროკავშირია.

დიდი ოცეულის სამიტი პირველად ბერლინში 1999 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობას ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები ღებულობდნენ, 2008 წლიდან კი, მასში სახელმწიფოს მეთაურები მონაწილეობენ.

დიდი ოცეულის ლიდერების შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ყოველთვის იყო კლიმატური ცვლილებები, მას შემდეგ კი, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ამერიკამ პარიზის კლიმატური შეთანხმება დატოვა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წელს კლიმატურ ცვლილებებს გაცილებით დიდი დრო დაეთმობა. ეს სამიტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სწორედ ჰამბურგში და ამ ღონისძიებაზე პირველად შეხვედებიან ერთმანეთს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები.

ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, ერთმანეთს პირველად შეხვდებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ, რაც ტრამპმა პარიზის კლიმატური შეთანხმება დატოვა, მერკელმა განაცხადა, რომ მისთვის ამერიკა აღარ არის სანდო პარტნიორი.

გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ამ სამიტზე ყველაზე მეტად ყურადღებას სწორედ კლიმატზე, თავისუფალ ვაჭრობასა და მასობრივი მიგრაციის მართვაზე გააკეთებს. ყველა ამ მიმართულებაში, ტრამპისა და ევროპელი ლიდერების დიდი ნაწილის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ამერიკის პრეზიდენტი კი გერმანიამდე პოლონეთში ჩადის. პარტია კანონი და სამართლიანობის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ამბობს, რომ მთელ ევროპას ახლა პოლონეთის შურს, რადგან ამერიკის პრეზიდენტმა საფრანგეთამდე და გერმანიამდე არჩევანი სწორედ ამ ქვეყანაზე გააკეთა. ტრამპი პოლონეთში სამი ზღვის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე დღის წინ, საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი პოლონეთში ახალი ინიციატივის გაჟღერება აპირებს, რომლის მიხედვითაც ამერიკა იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ გაზზე არიან დამოკიდებულები, ამერიკული ბუნებრივი აირს შესთავაზებს. სამიტში მონაწილეობას იღებენ პოლონეთის, ავსტრიის, უნგრეთის, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფოს მეთაურები. ამისთვის, დონალდ ტრამპი ამერიკის თხევადი ბუნებრივი აირის სწრაფად მზარდი მარაგის გამოყენებას აპირებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. 
წაკითხვა
გერმანიის შს მინისტრი - „ჩვენ მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ“
გერმანიის შს მინისტრი - „ჩვენ მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ“
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას
წაკითხვა
გერმანიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ტერაქტის დაგეგ
წაკითხვა
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საქართველოდან 11 დოკუმენტურ და ორ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საქართველოდან 11 დოკუმენტურ და ორ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების მე-60 საიუბილეო ფესტივალზე, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრესტიჟულ
წაკითხვა
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა.
წაკითხვა
„ჩვენ შორს ვართ ნორმალური ურთიერთობისგან“ - გერმანიის პრეზიდენტი რუსეთს 2010 წლის შემდეგ პირველად ესტუმრა
„ჩვენ შორს ვართ ნორმალური ურთიერთობისგან“ - გერმანიის პრეზიდენტი რუსეთს 2010 წლის შემდეგ პირველად ესტუმრა
რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტური მდგომარეობის დაძლევას ისახავდა მიზნად მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედ
წაკითხვა
გერმანიის პრეზიდენტმა მოსკოვსა და ბერლინს დაახლოებისკენ მოუწოდა
გერმანიის პრეზიდენტმა მოსკოვსა და ბერლინს დაახლოებისკენ მოუწოდა
გერმანიის პრეზიდენტმა მოსკოვსა და ბერლინს
წაკითხვა
გერმანია ოფიციალურ ბაღდადს ქურთებთან პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს
გერმანია ოფიციალურ ბაღდადს ქურთებთან პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ
წაკითხვა