საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/168429.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2366

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები ევროპარლამენტს ქვეყნების ევროპული მისწრაფებისა და წევრობის პერსპექტივის დაფიქსირებას სთხოვენ


საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც ასახული იქნება ამ ქვეყნებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა და თანხმობა, რომ მივმართოთ ევროპულ საბჭოს, რათა სამივე ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიეცეს, როგორც ამას ლისაბონის ხელშეკრულების 49-ე მუხლი ითვალისწინებს, - ამის შესახებ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროპარლამენტს უკვე გაეგზავნა. 

წერილის ტექსტი საზოგადოებრივისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ვაღიარებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას, როგორც ეფექტურ მექანიზმს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე კანონის უზენაესობისთვის

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებას და ხაზს ვუსვამთ პოლიტიკურ ნებას, მხარში დავუდგეთ ერთმანეთს ევროინტეგრაციის გზაზე; 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის საერთო ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა; 

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება ჩვენთვის მთავარ მიზანს წარმოადგენს, ვაცნობიერებთ რა ამ შეთანხმების მნიშვნელობას სამივე ქვეყნისთვის ევროინტეგრაციისა და ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. 

ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირს აქვს ამბიცია, იყოს ერთგული პარტნიორი მისი აღმოსავლელი მეზობლებისთვის ამ ქვეყნების წინაშე არსებული მწვავე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და რუსეთის ხისტი და რბილი ძალის გათვალისწინებით; 

2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მისაღები დეკლარაცია ერთხმად აღიარებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე ამ სამიტზე განისაზღვრება ამ ქვეყნების ევროპული არჩევანი და დღის წესრიგი. 

ევროპარლამენტის რეზოლუციის გათვალისწინებით, რომელიც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას ეხება, წერია, რომ ზემოთ ხსენებული დოკუმენტები ევროკავშირსა და ამ სამ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების საბოლოო შედეგი არ არის. ლისაბონის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას აქვთ ევროპული პერსპექტივა და აქვთ უფლება, თხოვნით მიმართონ ევროკავშირს, გათვალისწინებით იმისა, რომ ეს ქვეყნები პატივს სცემენ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, დემოკრატიის პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებას, უმცირესობების უფლებებსა და კანონის უზენაესობას. 

შეგახსენებთ რა ასოცირების შეთანხმების შესავალს, სადაც განმარტებულია, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ევროპული სახელმწიფოებია და ევროკავშირი აღიარებს ამ ქვეყნების ევროპულ მისწრაფებას. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნებში დემოკრატიის, სტაბილურობისა და ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე საზღვრის დაცვა ევროპის მშვიდობას და სტაბილურობას განაპირობებს. 

ჩვენ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, რეზოლუცია მიიღოს, სადაც ასახული იქნება ამ ქვეყნებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა და თანხმობა, რომ მივმართოთ ევროპულ საბჭოს, რათა სამივე ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიეცეს, როგორც ამას ლისაბონის ხელშეკრულების 49-ე მუხლი ითვალისწინებს. 

ამ ამბიციური განცხადების გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია იქნება ძლიერი გზავნილი არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის ფონზე და სამომავლოდ აღნიშნული სამივე სახელმწიფოსთვის პროგრესისა და დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებისთვის მამოძრავებელ ინსტრუმენტად იქცევა“, - ნათქვამია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების ერთობლივ განცხადებაში. 

დოკუმენტს ხელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან ქანდუ და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი აწერენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება
მოითხოვს თუ არა მეგის ქარდავა პოლიტიკურ თავშესაფარს უკრაინაში - ბრალდებულის ადვოკატის განცხადება "მოამბეში"
მოითხოვს თუ არა საქართველოში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული
წაკითხვა
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
სახაზინო ადვოკატის განცხადებით, მეგის ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვს
მეგის ქარდავას პოლიტიკური თავშესაფარი არ
წაკითხვა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახა. პაველ კლიმკინმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინელი
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალები დონბასში, კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან დაბრუნებისთვის მზად უნდა იყვნენ
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ძალები დონბასში, კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან დაბრუნებისთვის მზად უნდა იყვნენ
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, დონბასში, კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზთან დ
წაკითხვა
უკრაინაში საქალაქო საბჭოს დეპუტატი, “პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარე სერგეი სამარსკი მოკლეს
უკრაინაში საქალაქო საბჭოს დეპუტატი, “პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარე სერგეი სამარსკი მოკლეს
უკრაინაში ჩრდილოდონეცკის საქალაქო საბჭოში
წაკითხვა
უკრაინულმა მხარემ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო
უკრაინულმა მხარემ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საქართველ
წაკითხვა
გავრცელებული ინფორმაციით, მეგის ქარდავამ, შესაძლოა, უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს
გავრცელებული ინფორმაციით, მეგის ქარდავამ, შესაძლოა, უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს
როდის მოხდება მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან საქართველოში - პროცედურები დაწყებულია. 
წაკითხვა