| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/168520.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საზოგადოებრივის იურისტი - მაუწყებელი არ აგებს პასუხს რეკლამის შინაარსზე, თუმცა სოციალურ რეკლამას შეუმოწმებლად ეთერში არ ათავსებსთამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-06 18:01:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აგებს პასუხს რეკლამის შინაარსზე, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ მაუწყებელი უპირობოდ, შეუმოწმებლად ათავსებს ყველანაირ სოციალურ რეკლამას ეთერში, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა, დიმიტრი ბერძენიშვილმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ განხილვაზე განაცხადა, რომელიც მოქალაქეების, საარჩევნო ბლოკ „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრების: ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის, თამარ კეკენაძის საჩივარს ეხებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტის განმარტებით, სოციალური რეკლამა, რომელსაც საჩივარი ეხება, 27 ივნისამდე გადიოდა ეთერში და მისთვის გამოყოფილი ვადის ამოწურვის შემდეგ ეთერიდან მოიხსნა. მისი თქმით, აღნიშნული ვიდეორგოლები პარლამენტის მომზადებულია, მასში მმართველობის ფორმაა განმარტებული და კონკრეტული პარტიის მხრიდან არანაირ მოწოდებას არ შეიცავს. ასევე, მისი განმარტებით, რეკლამაში მითითებულია, რომ ის სოციალური რეკლამაა. „რეკლამა აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ასამაღლებელ გზავნილებს შეიცავს და ამაზე რეკლამის ბოლო ნაწილიც მიუთითებს, სადაც ნათქვამია - „გაიგე მეტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე“, - განმარტავს ბერძენიშვილი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს მოქალაქეების, საარჩევნო ბლოკ „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ წევრების ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ნინო გოგუაძის, თამარ კეკენაძის საჩივარი განიხილეს. კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილებას 13 ივლისს საჯარო სხდომაზე გამოაცხადებს. საჩივარი შეეხება სოციალურ რეკლამას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადიოდა. როგორც საჩივრის ავტორები აცხადებენ, სარეკლამო რგოლში ხაზგასმულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველო საპრეზიდენტო მმართველობიდან გადადის საპარლამენტო მმართველობაზე, ხოლო ევროპული საპარლამენტო მმართველობა გულისხმობს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესს. „რეკლამა სრულდება შემდეგი ტექსტით: „გაიგე მეტი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.” თუმცა, მაყურებელმა სად, რომელი წყაროდან უნდა გაიგოს მეტი, მითითებული არ არის“, - აცხადებენ საჩივრის ავტორები. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის პრინციპები და დამოუკიდებლობის საკითხი - მსჯელობა პარლამენტში
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსჯელობდნენ დღე
წაკითხვა
რადკა ბეთჩევა - საზოგადოებრივი მაუწყებლის საკანონმდებლო ინიციატივა მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და თავად მაუწყებლისთვის
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის
წაკითხვა
სასამართლომ „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა
სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს სა
წაკითხვა
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი არხით ტრანსლირების საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს იმსჯელებს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო
წაკითხვა
„დოიჩე ველეს“ წარმომადგენლები საზოგადოებრივ მაუწყებელს სტუმრობენ
საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს, დღეს მას "
წაკითხვა
პირველი არხი არასაპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს
პირველი არხი კანონით განსაზღვრული ვალ
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის აუცილებლობაზე ჩვენი და ეუთო-ს სპეცწარმომადგენლის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა
საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით,
წაკითხვა
|