| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/168568.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 60 წლის წინ The Beatles-ის ისტორია დაიწყოთათია ბუხრაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-06 22:52:00
ზუსტად 60 წლის წინ, 1957 წლის 6 ივლისს, წმინდა პეტრეს ტაძრის წინ ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ჯონ ლენონი და მისი ჯგუფი Quarry Men ეკლესიის წინ გამართულ ზეიმზე უკრავდა. შემდეგ ჯორჯი გამოჩნდა, ხოლო მოგვიანებით სტიუარტ სატკლიფმა სახელიც გამოუნახა ჯგუფს, ახალი სახელი - The Beatles. მალე ბრაიან ეპსტაინი მოვიდა, პიტ ბესტი კი წავიდა და იგი რინგო სტარმა ჩაანაცვლა. ჯგუფი შეიკრა, ისტორია დაიწყო. დღეს The Beatles-ი ყველა დროის უდიდეს პოპჯგუფად ითვლება. სულ რაღაც ათიოდე წელიწადში ოთხმა ლივერპულელმა ახალგაზრდამ ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა პოპმუსიკის სახე, თუმცა ჯონმა, პოლმა, ჯორჯმა და რინგომ ამაზე ბევრად მეტიც შეძლეს: მათ შექმნეს მთელი თაობა და მსოფლიოს ყველა კუთხეში მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში შეაბიჯეს. პოლ მაკარტნის 70-ე იუბილესადმი მიძღვნილ სარედაქციო წერილში „გარდიანმა“ დაწერა - „მაკკარტნი სიმბოლოა ღარიბ ლივერპულელთა ოჯახში დაბადებული ბიჭისა, რომელმაც თავის დამკვიდრება შეძლო მდიდარი და გაპრანჭული ლონდონელი ბიჭების ქვეყანაში. ზოგჯერ ის ჯონ ლენონის ჩრდილში ექცეოდა, - ლენონი მასზე უფრო პროვოკაციული, უფრო პოლიტიკური და უფრო მეამბოხე იყო, - მაგრამ ბრიტანეთის და, ფაქტობრივად, მთელი დასავლეთის კულტურულ რევოლუციას სათავეში ლენონი და მაკკარტნი ერთად ედგნენ“. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ბითლზის“ უცნობი ფოტოები, რომლებსაც საზოგადოება პირველად ნახავს
ბრიტანელმა ფოტოგრაფმა დევიდ მაგნუსმა ჯგუფ „ბითლზის “ აქამდე უცნობი ფოტოები ლონდონის ჩელსის გა
წაკითხვა
„ბითლზის“ პროდიუსერი ჯორჯ მარტინი გარდაიცვალა
90 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ჯგუფ „ბითლზის“ პროდიუსერი, ჯორჯ მარტინი.
წაკითხვა
|