საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/169324.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

7018

რვა დროშა, რომელიც შეიძლებოდა აშშ-ის ეროვნული დროშა გამხდარიყო

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-11 21:55:00

აშშ-ის ეროვნულ დროშას, რომელზეც 13 ზოლი და 50 ვარსკვლავია გამოსახული, დღეს მთელი მსოფლიო იცნობს. ამერიკელებისთვის ეროვნული დროშა სახელმწიფოს სიძლიერის საამაყო სიმბოლოა და მის შეურაცხყოფას არავის პატიობენ.

1969 წელს ლეგენდარულმა ჯიმი ჰენდრიქსმა ვუდსტოკის ფესტივალზე ცნობილი პოპურის შესრულებისას, აშშ-ის ჰიმნის საკუთარი ვერსია შესთავაზა მაყურებლებს. მაშინ მსმენელების ერთმა ნაწილმა ეს ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტესტად, მეორემ კი - აშშ-ის ჰიმნისა და დროშის შეურაცხყოფად შეაფასა.

ერთი წლით ადრე, არანაკლებ ცნობილმა მუსიკოსმა კიტ ემერსონმა ლონდონის ალბერტ ჰოლში, მიუზიკლ „ვესტსაიდის ისტორიიდან“ სიმღერა „ამერიკას“ შესრულებისას, აშშ-ის დროშა დაწვა. ამის გამო ემერსონსა და მის ჯგუფს ალბერტ ჰოლში დაკვრა აუკრძალეს.

2016 წელს ეროვნული დროშა მასაჩუსეტსის ერთ-ერთ კოლეჯში დაწვეს. ამ ფორმით სტუდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვება გააპროტესტეს. ტრამპმა მომხდარის გამო დამნაშავეებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის ჩამორთმევა და მათი დაპატიმრება მოითხოვა.

2005 წელს სენატორი ჰილარი კლინტონი ითხოვდა სპეციალური კანონის „დროშის დაცვის აქტის“ მიღებას, რომელიც ეროვნული დროშის შეურაცხყოფისთვის ჯარიმის სახით 250 ათასი დოლარი დაწესებას ითვალისწინებდა. თუმცა, როგორც ცნობილია, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს დადგენილებით, ეროვნული დროშის დაწვაზე ვრცელდება აშშ-ის კონსტიტუციის ცნობილი პირველი შესწორება, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს.

აშშ-ის ისტორიის განმავლობაში, ეროვნული დროშა რამდენჯერმე შეიცვალა.

1. „გრანდ იუნიონი“ - ჯორჯ ვაშინგტონის მეამბოხეების არმიის წევრები 1776 წელს „გრანდ იუნიონის“ სახელით ცნობილი დროშის ქვეშ იბრძოდნენ. ეს დროშა თავად გენერალ ვაშინგტონსაც მოსწონდა. მასზე გამოსახულია ბრიტანული „იუნიონ ჯეკი“. ის შეხამებულია 13 თეთრ და წითელ ზოლთან, რომლებიც სიმბოლურად აშშ-ის პირველ შტატებს აღნიშნავს.



2. „თავისუფლების ხე“ - ამერიკულ თეთრ ფიჭვს, რომელიც ახალ ინგლისში ფართოდ არის გავრცელებული, გაერთიანებულ სამეფოს ფლოტში დიდ პატივს სცემდნენ. ყველაზე დიდ გემებს სწორედ ამ ხისგან აგებდნენ. ეს ფიჭვები ბრიტანეთის სამეფო კარს ეკუთვნოდა და მათი მოჭრა იკრძალებოდა, რასაც მოჰყვა კიდეც 1972 წელს ე.წ. „ფიჭვის ბუნტი“, რომელიც წინ უსწრებდა ცნობილ „ბოსტონის ჩაის სმას“ და დიდ ბრიტანეთთან ომს. დროშა, რომელზეც მწვანე ფიჭვის ხე იყო გამოსახული, აშშ-ის სამხედრო გემებზე ფრიალებდა. თეთრ ფონზე მდგარ ხეს თან ახლდა წარწერა „მიმართვა ზეცას“. ეს სიტყვები ბრიტანელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის ნაშრომიდან არის აღებული, სადაც ის მეფეების ზეციურ წარმომავლობას უარყოფს.



3. „ბეტსი როუზი“ - ეს დროშა პირველად 1792 წელს ჯონ ტრამბულის ნახატზე სახელწოდებით „ჯორჯ ვაშინგტონი ტრენტონის ბრძოლის წინ“ გამოჩნდა. თავად ეს ბრძოლა 1776 წელს შედგა. სწორედ ამიტომ, „ბეტსი როუზი“ პირველ საერთო ამერიკულ დროშად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, დანამდვილებით ეს არავინ იცის და ეს დროშა დღემდე ინარჩუნებს ლეგენდარულის სტატუსს. დღესასწაულების დროს მისი ხილვა დღესაც შეიძლება. ლეგენდის მიხედვით, ეს დროშა ბეტსი როუზმა შეკერა. ის იყო ახალგაზრდა მკერავი ქალი ფილადელფიიდან, რომლის ოჯახიც პირადად იცნობდა ჯორჯ ვაშინგტონს. ამბობენ, რომ დროშის ესკიზი ქალს თავად ვაშინგტონმა აჩვენა. თუმცა, ბეტსის რჩევით დროშაზე თავდაპირველად გამოსახული ექვსქიმიანი ვარსკვლავები ხუთქიმიანით ჩაანაცვლეს.



4, „არ დამაბიჯო - გადსდენის დროშა“ - ეს უცნაური ყვითელი ფერის დროშა, რომელზეც თავდასხმისთვის გამზადებული გველია გამოსახული, სავარაუდოდ, პირველად 1776 წელს, აშშ-ის საზღვაო ძალების მთავარსარდლის ესეკ ჰოპკინსის გემზე აღმართეს. ეს ბაჰამის კუნძულებზე ბრიტანელების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს მოხდა. სახმელეთო ჯარში ამ დროშას დიდ პატივს სცემდა პოლკოვნიკი კრისტოფერ გადსდენი. ისევე როგორც თეთრთავა არწივი, გველიც ამერიკის კოლონიის სიმბოლოდ იქცა. 1751 წელს ბენჯამინ ფრანკლინი პენსილავანიის გაზეთისთვის დაწერილ სატირულ კომენტარში, რომელიც ბრიტანეთიდან შტატებში პატიმრების გაგზავნის პოლიტიკას ეხებოდა, მადლიერების ნიშნად, ბრიტანეთში გველების გაგზავნის ინიციატივით გამოვიდა. „გადსდენის დროშა“ დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს კონსერვატიულ-ლიბერტარიანულ ჯგუფებსა და საფეხბურთო გულშემატკივრებს შორის.



5. „აშშ-ის სამხედრო საზღვაო დროშა“ - 1777 წელს მეორე კონტინენტურმა კონგრესმა დაადგინა, რომ აშშ-ის დროშაზე გამოსახული იქნება 13 წითელი და თეთრი ზოლი, რაც სიმბოლურად შტატებს აღნიშნავს, ხოლო მათ კავშირს გამოხატავს ლურჯ ფონზე გამოსახული 13 ვარსკვლავი. ითვლება, რომ დროშის ეს ვარიანტი ნიუ ჯერსელ ადვოკატ და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთ ხელმომწერ ფრენსის ჰოპკინსონს ეკუთვნის. თუმცა, ყველაზე ხშირად ამ დროშას იყენებდნენ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებში. ერთ-ერთი მითის მიხედვით, 1777 წელს ინგლისელების მიერ ალყაშემორტყმულ ფორტ შუილერს ნიუ იორკში დამხმარე რაზმები გაუგზავნეს. ამ დროს აღნიშნული დროშა თეთრი პერანგების, ოფიცრების ცოლების წითელი ქვედაბოლოებისა და კაპიტნის ლურჯი მუნდირისგან შეკერეს.



6. „სერაპისის დროშა“ - წითელი, თეთრი და ლურჯი ზოლები აშშ-ის დროშის სხვადასხვა ვარიანტში ხშირად გვხვდება. მათ შორის ყველაზე ცნობილია „სერაპისის დროშა“, რომელიც პირველად ამერიკელების მიერ დატყვევებულ ამავე სახელწოდების ბრიტანულ გემზე აღმართეს. ბრძოლის დროს ბრიტანული დროშა გემიდან ჩამოხსნეს, თუმცა დროშის გარეშე მცურავი ხომალდი ბრიტანელებმა მეკობრეების გემად გამოაცხადეს და ჰოლანდიელებმა პორტ ტექსელში მის შეშვებაზე უარი თქვეს, ამიტომ გემის კაპიტანმა საგანგებოდ შეაკერინა „სერაპისის დროშა“.



7. „ვარსკვლავებით მოჭედილი დროშა“ - ეს უზარმაზარი დროშა 1812 წელს ბალტიმორთან ბრძოლის დროს ფორტ მაკჰენრის თავზე ფრიალებდა. ამერიკელებმა გაიმარჯვეს და სწორედ ამ ბრძოლის შესახებ დაწერა ფრენსის სკოტ კიმ ცნობილი ლექსი, რომელიც შემდეგში აშშ-ის ჰიმნად იქცა. საინტერესოა, რომ აშშ-ში ყველაზე პოპულარულ დროშაზე, რომელიც ისტორიის მუზეუმში ინახება, 13-ის ნაცვლად 15 ზოლია გამოსახული.



8. „კონფედერაციის სამხედრო საზღვაო დროშა“ - 1861-65 წლების სამოქალაქო ომის დროს ყველა შტატი საკუთარ დროშას იყენებდა, რომელიც 13 ვარსკვლავით იყო მორთული. მათ შორის ყველაზე ცნობილი და დღემდე შემორჩენილია დროშა, რომელზეც წითელ ფონზე თეთრი ვარსკვლავებით მორთული ლურჯი დიაგონალური ჯვარია გამოსახული.



წყარო: BBC

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
გმირი ქართველი მფრინავის, ჯიმი მაისურაძის ისტორია „მოამბეში“
გმირი ქართველი მფრინავის, ჯიმი მაისურაძის ისტორია „მოამბეში“
კვლავ საქართველო და გმირი ქართველი მფრინა
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
ბილბაოში კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს
ბილბაოში კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს
ბილბაოში ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
  ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევ
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა