| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/169330.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ლავროვი აშშ-ს რუსეთის დიპლომატიური ქონების დაბრუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპასუხო ზომებით იმუქრებათეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-11 23:50:00
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალურ ვაშინგტონს მოუწოდებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა და დააბრუნოს რუსეთის დიპლომატიური უწყებების საკუთრებაში არსებული ქონება, რომლის კონფისკაციაც აშშ-მა გასულ წელს მოახდინა. თუ აშშ-ი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, რუსეთი საპასუხო „სარკისებური“ ზომების მიღებით იმუქრება. „იმედი გვაქვს, რომ აშშ-ი, როგორც საერთაშორისო კანონების პატივისმცემელი ქვეყანა, პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს სერგეი ლავროვმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, თუ ოფიციალური ვაშინგტონი ამ ვალდებულების შესრულებას საჭიროდ არ მიიჩნევს, რუსეთი, ბუნებრივია საპასუხო ზომებს მიიღებს. როგორც ლავროვმა განაცხადა, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობების გაზიარება საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ბაზისია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იგულისხმება თუ არა საპასუხო ზომებში ის, რომ რუსეთი ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებს და დიპლომატიური საკუთრების კონფისკაციას მოახდენს. როიტერის ინფორმაციით, დეკემბერში აშშ-მა რუსეთის ორი დიპლომატიური სტრუქტურის ქონების კონფისკაცია მოახდინა, ხოლო მოგვიანებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ბრძანებით, რუსეთის 35 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს იმ მოტივით, რომ ისინი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერივნენ. წყარო: Reuters ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს. ინფორმაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობის პრესსამსახური ა
წაკითხვა
|