| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/169548.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ჯეიმს აპატურაი - ნატო-ში საქართველოს მომავალზე მოლაპარაკებას რუსეთთან ან სხვა მესამე მხარესთან არ ვაპირებთქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-13 12:44:00
თუ ეს არის იდეა, რომ რაიმე ფორმით საქართველოს მომავალზე იმსჯელონ რუსეთმა და ნატო-მ, მაშინ ეს არის შეუძლებელი, არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ნატო საქართველოს მომავალზე ნატო-ში არ აპირებს მოლაპარაკება აწარმოოს არც რუსეთთან და არც სხვა მესამე მხარესთან, - ამის შესახებ საზოგადოებრივს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა. ნატო-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, მისთვის გაუგებარია მსგავსი ფორმატის მიზნები. „მე, სიმართლე გითხრათ, კარგად ვერ ვხდები, თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს ფორმატი. ჩვენ გვაქვს საქართველოსთან ძალიან ძლიერი თანამშრომლობა. ამავე დროს, გვაქვს მცდელობა, რუსეთთან გვქონდეს კონსტრუქციული დიალოგი. ეს ხდება ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში. თუ ეს არის იდეა, რომ რაიმე ფორმით საქართველოს მომავალზე იმსჯელონ რუსეთმა და ნატო-მ, მაშინ ეს არის შეუძლებელი, არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ნატო საქართველოს მომავალზე ნატო-ში არ აპირებს მოლაპარაკება აწარმოოს არც რუსეთთან და არც სხვა მესამე მხარესთან. საქართველოს გადასაწყვეტია და ნატო-ს გადასაწყვეტია თქვენი მომავალი ამ ორგანიზაციაში. ჩვენს პარტნიორობაში ვერავინ ჩაერევა. რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგს, დიალოგი მნიშვნელოვანია და არაერთი მიზეზის გამო. ჩვენ არ ვიცით, თუ როდის შეიდზლება ამ დიალოგს ჰქონდეს შედეგი, მეორე - დიალოგით მხარეებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ პოზიციების შესახებ, მესამე - ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მძიმე სიტუაციაში საქართველოს აქვს კონსტრუქციული დიალოგის მცდელობის სურვილი. მე ვსაუბრობ იმ ფორმატებზე, რაც არსებობს, ტარდება ჟენევის მოლაპარაკებები. საქართველომ თავი მარტო არ უნდა იგრძნოს. თქვენ გვერდით არიან პარტნიორები და მეგობრები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი, ის ფორმატები, რაც უკვე არსებობს, სერიოზული პოლიტიკური სიგნალია, სასაუბრო არხი ღიაა და ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ერთ დღეს შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა აპატურაიმ. შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა ნატო-ს, საქართველოსა და რუსეთს შორის სამმხრივი ფორმატის შექმნის შესახებ ინიციატივა მოსკოვში ვიზიტის დროს გააჟღერეს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ახალი ფორმატი რუსეთს დაეხმარება, რომ მსოფლიოში აღარ გამოჩნდეს როგორც ოკუპანტი და აგრესორი ქვეყანა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდ
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა.
წაკითხვა
ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვ
წაკითხვა
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმის ნავსადგური ნატო-ს ხომალდებს მასპი
წაკითხვა
|