| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/169566.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ილია ელოშვილის განცხადებით, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს
გამოქვეყნებულია 2017-07-13 14:32:00
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. ,,აქ არ განიხილება მხოლოდ და მხოლოდ ელექტროენერგია ან გაზი, ეს არის ყველაფერი ერთად. ენერგიის ორი მესამედი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა განათებისთვის, გათბობისთვის და სხვა საყოფაცხოვრებო მიზნისთვის იყენებს არის შემოტანილი. ეს ძალიან ბევრია. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა შემცირდეს იმპორტის მაჩვენებელი, რაც შესაძლებელია განახლებადი ენერგეტიკის განვითარებით და ენერგოეფექტურობის სისტემის დანერგვით, ისევე როგორც ეს არის ევროპაში. მინისტრის განცხადებით, საქართველო სანდო პარტნიორია არსებული კანონმდებლობისა და სტაბილურობის კუთხით. ელოშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მუშაობს ახალ ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის არის ,,შაჰდენიზის'' პროექტის მეორე ფაზის ამოქმედება. ,,ვეცდებით, დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომ საქართველოზე გაიაროს ამ მარშუტმა, ამ ნაკადებმა, ეს იქნება ეს გაზის, ნავთობის, თუ სხვა რომელიმე ენერგიის წყარო, რათა ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს''. - აღნიშნა ელოშვილმა და დასძინა, რომ ყველა ენერგეტიკული პროექტი განიხილება ეკოლოგიურ ჭრილში. მინისტრი ამბობს, რომ ნებისმიერ დიდ ენერგეტიკულ პროექტს გარკვეული გავლენა აქვს გარემოზე, თუმცა მთავარია, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას დაცული იყოს სტანდარტები. რაც შეეხება, გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას, მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით სწორედ ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებაა საჭირო. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ილია ელოშვილი - ხუდონჰესის პროექტზე ინვესტორისგან კიდევ ერთ წინადადებას ველოდებით
ხუდონჰესის პროექტზე ინვესტორისგან კიდევ ერთ წინადადებას ველოდებით და უახლოეს მომავალში გახდებ
წაკითხვა
ილია ელოშვილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი შესაძლ
წაკითხვა
„საუკუნის კონტრაქტი“ 2050 წლამდე გაგრძელდება
კასპიის ზღვაში მდებარე აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზი საბადოდან პროდუქციის განაწილების შესახებ ხელშეკრულება 2050 წლამდე გაგრძელდება. ხელშეკრულებ
წაკითხვა
ილია ელოშვილი - გაგვიმართლა, რომ ჩვენი ნამდვილად გმირი პილოტები არიან ჯანმრთელები და ცოცხლები
გაგვიმართლა და ბედნიერი ვ
წაკითხვა
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, 300 მმ-იანი გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შეუფერხებლად მუშაობს
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ბორჯომ
წაკითხვა
ილია ელოშვილი - გაზის ტარიფი კვლავ გადაიხედება, მაგრამ ზრდისკენ თუ კლებისკენ, ამის თქმა ჯერ შეუძლებელია
ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განც
წაკითხვა
ილია ელოშვილი - "გაზპრომთან" კონტრაქტი დავდეთ, რადგან ჩვენ გვჭირდება ეს გაზი
"გაზპრომთან" კონტრაქტი დავდეთ,
წაკითხვა
ილია ელოშვილი - საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა ის, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების პირობები გაუარესდა
ორმხრივი დოკუმენტის გასაჯაროებას სჭირდება
წაკითხვა
|