| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/169636.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ადვოკატი - პროკურატურა მზადაა, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებთან საპროცესო შეთანხმება წელიწადნახევრიანი პატიმრობის სანაცვლოდ გააფორმოსმერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-13 20:42:00
პროკურატურა მზად არის, ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებთან, შეთავაზებული ორწლიანი პატიმრობის ნაცვლად, საპროცესო შეთანხმება წელიწადნახევრიანი პატიმრობის სანაცვლოდ გააფორმოს, - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ზაზა პაპიძე ავრცელებს. მისივე განცხადებით, დაკავებულების ახლობლები და ადვოკატები ახალ შეთავაზებასაც არ თანხმდებიან და მოითხოვენ, საპროცესო შეთანხმება იმავე პირობით გაფორმდეს, რა პირობითაც პროკურატურამ ორ დაკავებულთან უკვე გააფორმა, ანუ ნახევარი წლიდან ერთ წლამდე პატიმრობის პირობით. „იცით, რომ გვქონდა შეხვედრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვთხოვეთ აჭარის პროკურატურასთან შუამდგომლობა და რეკომენდაცია გაეწია. მივიღეთ დაპირება, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში იგი შუამდგომლობას გაგვიწევდა, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია, გარდა იმისა, რომ ორი წელი რეალური სასჯელი იყო შემოთავაზება პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმებაზე და ბრალდების მხარემ ნახევარი წელი დაგვიკლო. პირობებს არ ვთანხმდებით, ჩვენი მოთხოვნაა საპროცესო შეთანხმება მაქსიმუმ ერთწლიან პატიმრობაზე გაფორმდეს, იმედი გვაქვს, რომ უმაღლესი საბჭო, თავის მხრივ, მოახერხებს შეთანხმების მიღწევას და შეთავაზებას მინიმუმ ნახევარი წელი კიდევ დააკლდება“, - განაცხადა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ. 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ექვსი პირის პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 14 ივლისს, 14:00 საათზე კვლავ მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება. პატიმრობაში სულ 18 პირი რჩება. ორ პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმება პროკურატურას მხოლოდ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძისთვის არ შეუთავაზებია, რომლებსაც გამოძიება აქციების ორგანიზებას ედავება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების სარჩელზე.
წაკითხვა
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი თიანეთში ხმების ხელახლა გადათვლას ი
წაკითხვა
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
ოთხი პირი დააკავეს სამართალდამცავებმა ქართული მარშის საპროტესო აქციაზე.
წაკითხვა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ"
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიცი
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილ
წაკითხვა
ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვ
წაკითხვა
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმის ნავსადგური ნატო-ს ხომალდებს მასპი
წაკითხვა
|