| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/169932.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავშესაფრის მიღების იმედი აქვს, საქართველოში თუ არა, ევროპაში მაინცსალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 13:24:00
მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავშესაფრის მიღების იმედი აქვს, საქართველოში თუ არა, ევროპაში მაინც, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა გლდანის მე-8 დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც დემირელის კოლეჯის მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს შეხვდა. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ევროპარლამენტარმა საზოგადოებრივს განუცხადა, ჩაბუქი თავს კარგად გრძნობს და მას თავშესაფრის მიღების იმედი აქვს, საქართველოში თუ არა, ევროპაში მაინც. ამასთან, რებეკა ჰარმსი მიიჩნევს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება თურქეთში არ უნდა მოხდეს. „მუსტაფა ემრე ჩაბუქს არ აქვს საკმარისი კონტაქტი ოჯახთან, ენატრება მეუღლე და შვილები. ციხის მომსახურე პერსონალზე მხოლოდ კარგს ამბობს. ჰყვება, რომ ძალიან კარგად ექცევიან. ამავდროულად მითხრა, რომ თვალს ადევნებს მოვლენათა განვითარებას თურქეთში. მას თავშესაფრის მიღების იმედი აქვს, საქართველოში თუ არა, ევროპაში მაინც, ეს სამართლიანი იქნება, რადგან თუ გავითვალისწინებთ თურქეთში, შარშანდელი მოვლენების ერთი წლის თავზე გუშინ გაკეთებულ განცხადებებს, კანონის უზენაესობის იმედი არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა რებეკა ჰარმსმა საზოგადოებრივთან საუბრისას. ევროპარლამენტარისა და დემირელის კოლეჯის დაკავებულ მენეჯერს შორის შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. რებეკა ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქის პედაგოგის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ხვდება. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი სამართლდამცველებმა თურქული მხარის მოთხოვნით დაახლოებით ორი თვის წინ დააკავეს. თურქული მხარე მას ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი წინა საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ჩაბუქი დაკავების შემდგომ თავშესაფარს საქართველოში ითხოვდა, თუმცა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ლტოვილის სტატუსის მინიწებაზე მას 7 ივლისს უარი უთხრა.
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რებეკა ჰარმსი - საქართველო განიცდის პროგრესს, ყველა აფასებს ამ ფაქტს და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმ
წაკითხვა
თბილისში დაკავებული თურქი პედაგოგის სარჩელის განხილვა დაიწყო
თბილისში დაკავებული თურქი პედაგოგის სარჩელის განხილვა დაიწყო. საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა დამატებითი მტკი
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მომდევნო სასამართლო სხდომა 16 ნოემბერს ჩაინიშნა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მომდევნო სასამართლო სხდომა 16 ნოემბერს 16:00 საათზე ჩაინიშნა.
წაკითხვა
ადვოკატი - მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაცვის მხარე ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარს გაასაჩივრებს, ვიდრე დევნილთა სამინისტრო დადებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს
მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაცვის მხარე ლტოლვილ
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელს განხილვა სასამართლოში
მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების სარჩელს განხილვა სასამართლოში.
წაკითხვა
დემირელის კოლეჯის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი კვლავ პატიმრობაში რჩება
დემირელის კოლეჯის მმართველი კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საექსტრადაციო პატიმრობის ვადა ნო
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმობის ვადა გაუგრძელდა - დაცვისა და ბრალდების მხარის არგუმენტები
3 თვით გაუგრძელა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა მუსტაფა ემრე ჩაბუქს საქალაქო სასამართლომ.
წაკითხვა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე - მოსამართლის მიერ გამოტანილ ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდი
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის, თუბა ჩაბუქი
წაკითხვა
|