საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/169935.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1121

ევროპარლამენტარი - აფგან მუხთარლის საქმეს მარტო აზერბაიჯანში არ უნდა მივადევნოთ თვალი, რადგან ის თბილისიდან გაიტაცეს

სალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-16 13:43:00

აფგან მუხთარლის საქმეს მარტო აზერბაიჯანში არ უნდა მივადევნოთ თვალი, რადგან ის თბილისიდან გაიტაცეს,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს დამოუკიდებელი გამოძიება სჭირდება.

„მე შევხვდი აფგან მუხთარლის მეუღლეს და მეგობრებს. ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი გამოძიება ამ გაქრობის თუ გატაცების შესახებ. ამ საკითხზე ევროპარლამენტშიც ვიმსჯელებთ. აფგან მუხთარლის საქმეს მარტო აზერბაიჯანში არ უნდა მივადევნოთ თვალი, რადგან ის თბილისიდან გაიტაცეს.

აფგან მუხთარლიმ და მისმა მეუღლემ აუცილებლად უნდა მიიღონ დაზარალებულის სტატუსი საქართველოში.

ასვეე, მხარს ვუჭერთ მუხთარლის ადვოკატების გადაწყვეტილებას, მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მცდელობა, რომ ის გავათავისუფლოთ“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

რებეკა ჰარმსის თქმით, ციხეში მუხთარლის მდგომარეობა მძიმეა.

„მისი მდგომარეობა ციხეში მძიმეა. მას არც ერთხელ არ ჰქონია შესაძლებლობა შეხვედროდა მეგობრებს და ოჯახის წევრებს.

ამ საკითხებზე, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, აუცილებლად მივმართავ აზერბაიჯანის ხელისუფლებას. უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ამ საქმეს, ჩვენ ევროპარლამენტში მართალია მივიღეთ რეზოლუცია, თუმცა მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, მეტია საჭირო“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა პრესკონფერენციაზე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის ბაქოში იყო დაპატიმრებული საზღვრის უკანონო კვეთისას და არადეკლარირებული დიდი ოდენობის თანხის გადატანის ბრალდებებით. მუხთარლის წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და სასამართლო პროცესებს ელოდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რებეკა ჰარმსი - საქართველო განიცდის პროგრესს, ყველა აფასებს ამ ფაქტს და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს
რებეკა ჰარმსი - საქართველო განიცდის პროგრესს, ყველა აფასებს ამ ფაქტს და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ევროპარლამენტარებმ
წაკითხვა
ევროპარლამენტარი - ურთიერთობა, რაც დღესაა საქართველოსა და ევროპას შორის, არ არის საბოლოო შედეგი
ევროპარლამენტარი - ურთიერთობა, რაც დღესაა საქართველოსა და ევროპას შორის, არ არის საბოლოო შედეგი
ჩვენ ვაღიარებთ თქვენს ევროატლანტიკურ მისწ
წაკითხვა
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე​ - საქართველო უფრო მალე მიაღწევს იმას, რაც სხვებისთვის 10-15 წლის პერსპექტივა შეიძლება იყოს
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე​ - საქართველო უფრო მალე მიაღწევს იმას, რაც სხვებისთვის 10-15 წლის პერსპექტივა შეიძლება იყოს
საქართველო უფრო მალე მიაღწევს იმას, რაც სხვებისთვის 10-15 წლის პერსპექტივა შეიძლება იყოს - ამ
წაკითხვა
ევროპარლამენტარი კნუტ ფლეკენშტეინი - საქართველოს მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, ცნობილი და აღიარებულია, თუმცა ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს
ევროპარლამენტარი კნუტ ფლეკენშტეინი - საქართველოს მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, ცნობილი და აღიარებულია, თუმცა ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს
ევროპარლამენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 
წაკითხვა
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულმა მოვლენებმა უკრაინის იმიჯი მნიშვნელოვნად შელახა, - ეს განცხადება
წაკითხვა
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მეტს მიაღწიეს და ჩვენც მეტი უნდა გავაკეთოთ მათთვის
ევროპარლამენტარი ლაიმა ანდრიკიენე - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მეტს მიაღწიეს და ჩვენც მეტი უნდა გავაკეთოთ მათთვის
ევროპარლამენტი ევროკავშირს საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების რეკომენდაციას აძლევს. ნოემბერში დაგეგმილ სამიტამდე
წაკითხვა
აფგან მუხთარლის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა
აფგან მუხთარლის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა
საგამოძიებო უწყებაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა. 
წაკითხვა
აფგან მუხთარლის ადვოკატი - ახალი არის ის, რომ ახალი არაფერი არ არის
აფგან მუხთარლის ადვოკატი - ახალი არის ის, რომ ახალი არაფერი არ არის
ახალი არის ის, რომ ახალი არაფერი არ არის - ამ სიტყვებით დატოვა აფგან მუხთარლის ქართველმა ადვოკატმა პროკურატურის შენობა.
წაკითხვა