| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/170075.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობაზა გაიხსნა
გამოქვეყნებულია 2017-07-17 16:18:00
თბილისში ახალი მუნიციპალური ავტობაზა გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 1963 წლის შემდეგ პირველად, თბილისში თანამედროვე და მასშტაბური მუნიციპალური ავტობაზა აშენდა და დღეიდან მუნიციპალურ ავტობუსებს სამი ავტობაზა მოემსახურება. 6 ჰექტარზე განთავსებული ბაზა მოიცავს ადმინისტრაციულ შენობას, პანორამულ ხიდსა და გამშვებ პუნქტს, სერვისცენტრებს, საწვავგასამართ სადგურებს, სამრეცხაოებსა და სხვა დამხმარე ნაგებობებს. ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების მომსახურებისათვის ავტობაზის ტერიტორიაზე იტალიური ფირმა - SAFE-ის გაზგასამართი სადგური განთავსდა, რომელიც Man-ის ავტობუსების დატუმბვას 4 წუთში უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ახალი ავტობაზის სამრეცხაოში დამონტაჟდა ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, WashTec-ის მიერ წარმოებული სამრეცხაო დანადგარები, რომლებიც რეცირკულაციის სისტემებითაა აღჭურვილი და წყლის 70%-მდე ეკონომიას იძლევა. მერიის ცნობით, 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები 5-7 წთ-ში გაირეცხება. დანადგარი არის ავტომატური და დისტანციურად იმართება. რეცხვის უახლესი ტექნოლოგია ავტობუსის ზედაპირის დაზიანებას გამორიცხავს. „გაიხსნა ახალი ავტობაზა, სადაც განთავსდა MAN-ის მარკის ახალი 143 ავტობუსი. დღეიდან აღნიშნული ავტობაზა მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს იმ ძირითად მარშრუტებზე, რომელიც განსაზღვრულია ამ ავტობუსებისთვის. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რათა გვქონოდა თანამედროვე ავტობაზა, გამართული, უახლესი გაზის სისტემით. ავტობაზაზე ყოველდრიურ რეჟიმში დასუფთავდება ავტობუსები, მოხდება მათი ტექნიკური მომსახურება და გაზით მომარაგება. ყველა პირობა არსებობს იმისათვის, რომ ამ ავტობუსებით ჩვენი თანამოქალაქეები კომფორტულად გადაადგილდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტოპარკში, კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“-ის ბაზაზე არსებულ Man Truck and Bus-ის მიერ ავტორიზირებულ სერვისცენტრში CNG გაზზე მომუშავე ავტობუსები ხუთი წლის განმავლობაში გაივლიან მიმდინარე და რეგლამენტირებულ ტექნიკურ მომსახურებას. ბაზაზე მუდმივად იქნება დასაქმებული 616 ადამიანი. MAN-ის ავტორიზებულ სერვისცენტრში კი, დამატებით 50-მდე ადამიანი დასაქმდება. ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს. მუნიციპალური ავტოპარკის ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანიაა - შპს „დაგი“. მერიის ცნობით, 20 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდში ახალი ავტობუსები N24, N33, N88, N140 და N150 ხაზებზე გავა. მოგვიანებით კი, MAN-ის ავტობუსები N14, N21 და N23 მარშრუტებს დაემატება. ამასთან, მუნიციპალური ავტობუსების განახლების პროექტი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონი ევროა, საიდანაც 27 მილიონი EBRD-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი კრედიტია, ხოლო 7 მილიონი ევრო - ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ფონდის E5P-ის გრანტი. სამომავლოდ, თბილისის მერია შედარებით მცირე ზომის, 8-10 მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანას გეგმავს. 2018 წლის ივლისიდან კი, დედაქალაქის მთავრობა მგზავრებს თანამედროვე სამარშრუტო სქემასა და მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელ ელექტრონული გადახდის სისტემას შესთავაზებს. დღესვე, ავტობაზის გახსნაზე თბილისის მერმა ქალაქ თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასა და გაუმჯობესებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსიის დირექტორს ბრუნო ბალვანერას, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის ფონდს (E5P), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უფროს ბანკირს თეა მელიქაძეს, სამშენებლო კომპანია „დაგს“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს ნუგზარ ჭეიშვილს, კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“ და კომპანიას Man Truck and Bus. ახალი მუნიციპალური ავტობაზის გახსნას დღეს საქართველოს მთავრობის და თბილისის საკრებულოს წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე MAN Truck and Bus AG-ის და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კახა კალაძე - კომუნიკაცია, რაც იყო მერიის და საკრებულოს მხრიდან მოსახლეობასთან, ჩემთვის მისაღები არ არის
კომუნიკაცია, რაც იყო მერიის და საკრებულოს
წაკითხვა
კახა კალაძე - გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რათა მერიაში შესვლის წამიდან შევუდგეთ აქტიურ საქმიანობას
გარდამავალ პერიოდში ჩვენ მოვემზადებით და
წაკითხვა
4 აგვისტოდან ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები
წაკითხვა
თბილისის მერია - თანამშრომელთა რაოდენობა და სახელფასო ფონდი არ გაზრდილა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოსდა, დედაქალაქის მთავრობამ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტი
წაკითხვა
დავით ნარმანია - ყველას აქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ ან დრო შეეცვალათ ან ადგილი, რათა ერთმანეთს ეს ორი აქცია არ დამთხვეოდა
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადები
წაკითხვა
თბილისის მერია „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს
დედაქალაქის მერია „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს, სადაც განმარტებულია, რომ საზოგადოებრივის წესრიგის დაც
წაკითხვა
გაბილეთიანების სისტემის მოდერნიზაციის კონკურსის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა
თბილისის მერიის სპეციალურმა კომისიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის
წაკითხვა
ელენე ხოშტარიამ პარტიის სოციალური პროგრამის პრეზენტაცია ავჭალაში გამართა
ევროპული საქართველოს მერ
წაკითხვა
|