საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/170349.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

18399

საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების მეკარეს „მანჩესტერ სიტი“ იწვევს

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-19 03:27:00

19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს არაერთი ცნობილი კლუბის სელექციონერი ესტუმრა – „აიაქსის“, ლონდონის „არსენალისა“ და „ვესტ ჰემის“, „ლივერპულის“, „სევილიას“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „მანჩესტერ სიტის“, „ტოტენჰემის“, „აიაქსის“, „სპორტინგის“, „ბენფიკას“, „ევერტონის“, პსჟ-ს.

ისინი საინტერესო მოთამაშეთა გვარებს ინიშნავდნენ და ერთ-ერთი სიახლე საზოგადოებრივისთვის გახდა ცნობილი - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარეს გიორგი ჩოჩიშვილს ინგლისური გრანდი „მანჩესტერ სიტი“ იწვევს - ეს სენსაციური სიახლე 19 წლის მეკარემ თავად გაგვიმხილა.

„სულ 7 უცხოური კლუბი დაინტერესდა, ინგლისში „მანჩესტერ სიტი“, გერმანიაში – დიუსელდორფის „ფორტუნა“, ესპანეთში კი გიორგი პაპუნაშვილის ახალი კლუბი „სარაგოსა“. ევროპის ჩემპიონატს ბევრი სელექციონერი ესწრებოდა და ეს ვარიანტები სწორედ ამ დროს გამოჩნდა. იმედია, რომ მალე კონტრაქტს გავაფორმებ და შემდეგ კვირას ახალ გუნდში ვივარჯიშებ“ – აღნიშნა გიორგი ჩოჩიშვილმა. 

ამ საკითხს მეორე მხარე აქვს - დიდი ბრიტანეთის შრომის სამინისტრო სამუშაო ვიზას გასცემს მხოლოდ იმ ფეხბურთელზე, რომელსაც (ტრანსფერამდე) ბოლო ორ წელიწადში საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მატჩების 75 პროცენტი უთამაშია. ამავე დროს, სამუშაო ვიზა არ გაიცემა იმ ქვეყნის ფეხბურთელზე, რომელიც ფიფა-ს რეიტინგში 70-ეზე დაბალ საფეხურზე იმყოფება. საქართველო კი ამ რეიტინგში 112-ეა.

ჩოჩიშვილის თქმით, „მანჩესტერ სიტი“ მის აყვანას თუ გადაწყვეტს, ეს პრობლემა არ გახდება.

„ამ საკითხით მეც დავინტერესდი და მითხრეს, რომ ინგლისელებს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებზე განსხვავებული მიდგომები აქვთ. ასე რომ, მიწვევის შემთხვევაში, სამუშაო ვიზის აღება პრობლემა არ უნდა იყოს“, - განაცხადა სპორტსმენმა. 

საქართველოში დასრულებულ 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებმა გაიმარჯვა. ბრიტანელთა გამორჩეული მოთამაშეები სწორედ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები იყვნენ - ნახევარფინალსა და ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორი ლუკას ნმეჩა და მისი პარტნიორი, ისაკ ბარკლი-რიკეტსი. გახდება თუ არა ჩოჩიშვილი მათი თანაგუნდელი, უახლოეს პერიოდში შევიტყობთ.

ჩოჩიშვილი საფეხბურთო სკოლა „საბურთალოს“ გაზრდილია და იჯარით ლიგა 3-ის „შევარდენი 1906“-ში თამაშობდა. 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე, გიორგი ჩოჩიშვილს თბილისურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„შუქურა“-„ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:2 დასრულდა
„შუქურა“-„ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:2 დასრულდა
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტურში ქობულეთის „შუქურა“ სენსაციასთან ახლოს იყო - გათამაშების
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ამხანაგური მატჩებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ამხანაგური მატჩებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვლადიმერ ვაისის გუნ
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებული შვიდი პირი დიღმის მთავარ სამმართველოში გვიან ღამით გადაიყვანეს. 
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
შსს - ფეხბურთის ფედერაციასთან ექვსი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
შსს - ფეხბურთის ფედერაციასთან ექვსი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი დააკავეს - ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ექვსი
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია
წაკითხვა
ახალი საკლუბო მუნდიალი - 24 გუნდი 2021 წლის ზაფხულში
ახალი საკლუბო მუნდიალი - 24 გუნდი 2021 წლის ზაფხულში
თითქმის გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ფორმატს შეიცვლის. ფიფა ძალიან მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, გააფართოვოს ეს ტურნირი 24 გუნდამდე, - ამის შესახებ სააგენტო AP წერს. 
წაკითხვა
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი - ძლიერი ქარის გამო გადადებული მონტენეგრო-ლატვიის მატჩი ფრედ დასრულდა
17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი - ძლიერი ქარის გამო გადადებული მონტენეგრო-ლატვიის მატჩი ფრედ დასრულდა
თბილისში 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მე-13 შესარჩევი ჯგუფის მატჩები დასრულდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს მონტენეგ
წაკითხვა