საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/170587.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1294

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო აგრძელებს კონტრტერორისტული კანონმდებლობის დახვეწას და უკვე აქვს საკანონმდებლო ჩარჩო ტერორიზმთან დაკავშირებული საქმეების გამოსაძიებლად

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-20 12:22:00


საქართველო უვე დიდი ხანია, არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის წევრი და აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას აშშ-თან კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ტერორიზმს ეხება. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველო რჩება ვაშინგტონის მნიშვნელოვან პარტნიორად. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ თბილისის სასამართლომ 12 წელი მიუსაჯა დავით ბოჭორიშვილს, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში დამნაშავედ ცნეს.

"საქართველოს მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობას აგრძელებს", - აღნიშნულია ანგარიშში. 

დოკუმენტში აღნიშნულია პროგრესი, რომლესაც საქართველომ მიაღწია ექსტრემიზმთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის განხორციელებაში. პრესაში გავრცელებული ცნობებით, მხოლოდ შარშან საქართველოს 50-დან 100-მდე მოქალაქე იბრძოლა სირიასა და ერაყში. 

"საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, საქართველო რჩება ისლამური ექსტრემიზმის სატრანზიტო ქვეყნად, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონს, ერაყს, სირიას და თურქეთს შორის", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

კანონმდებლობისა და საზღვრის კონტროლის კუთხით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო აგრძელებს კონტრტერორისტული კანონმდებლობის დახვეწას და ახლა უკვე აქვს საკანონმდებლო ჩარჩო ტერორიზმთან დაკავშირებული საქმეების გამოსაძიებლად. 

"საქართველოს ხელისუფლებამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გათვალისწინებით, 2015 წელს შეცვალა სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა რელევანტური კანონები, რაც მიმართულია უცხოელი მებრძოლებისა და ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული პირების დასასჯელად. ეს და 2014 წელს მიღებული ცვლილებებიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეთა, ასევე ტერორისტული დაჯგუფებების წევრობასა და ამ ჯგუფებში გადაბირებისკენ მიმართულ საქმიანობაში ბრალდებულების და აგრეთვე იმ პირების, ვინც ვერ აღკვეთა ტერორისტული ინციდენტები, სამართლებრივ დევნას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის პასუხისმგებელი ტერორიზმთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებაზე. მისი თანამშრომლებს აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და გავლილი აქვთ წვრთნებიც. საერთო ჯამში საქართველოს მთავრობას შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, აღკვეთა და საპასუხო ნაბიჯების გადადგმა", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეებზე პასუხიმგებლობას რამდენიმე სამინისტრო იზიარებს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ მხრივ ლიდერის პოზიცია აქვს, მას შემდეგ რაც 2015 წელს ეს უწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო. 

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველომ 2016 წელ გააუმჯობესა საზღვრის უსაფრთხოება, როგორც ეს აუცილებელი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. თუმცა დოკუმენტის ავტორების თქმით, პრობლემები კვლავ რჩება, რადგან საქართველო ვერ აკონტროლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, ასევ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ასევე გასათვალისწინებელია ქვეყნის რთული რელიეფიც - ნათქვამია დოკუმენტში. 

"სამართალდამცავები იყენებენ კამერებს, ასევე მეთვალყურეობენ ტერორიზმში ეჭვმიტანილების და აქვთ მგზავრთა გადაადგილების ჩანაწერები, რაც ტერორისტების გადაადგილებას ხელს უშლის. ამავე დროს სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ბიომეტრიული და ბიოგრაფიული სქრინინგის სისტემების გაუმჯობესება და საეჭვო პირების გამოსავლენად ოპერატიული პროცედურების სტანდარტის დანერგვა კიდევ უფრო გაზრდიდა ამ კუთხით საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს", - აღნიშნულია ანგარიშში. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახურმა აშშ-საგან მიიღო აღჭურვილობა, რაც საზღვაო საზღვრები დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა ეს არ ვრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთზე. 

ანგარიშის ავტორთა თქმით, საქართველო ასევე აუმჯობესებს შესაძლებლობებს, რომელიც მიმართულია მასობრივი განადგურების იარაღის გამოსავლენად. საქართველო უზიარებს ტერორიზმთან დაკავშირებულ ინფორმაციას მეზობლებს - სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს. ეს ხდება ატაშეების დახმარებით სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. საქართველო ასევე არის ევროპის საბჭოს იმ კომიტეტის წევრი, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებზე მუშაობს. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ასევე არის ფინანსური დაზვერვის დანაყოფების წევრი. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, რაც მიმართული იყო ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ და ემსახურებოდა ამ კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. ანგარიშის ავტორები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა ამჟამად ახდენს იმ გეგმის იმპლემენტაციას, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით რეგულაციების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს ხდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების გათვალისწინებით. 

ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის კუთხით ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს საქართველო აგრძელებდა ქმედებებს, რომელიც მიმართულია მოწყვლადი ჯგუფების რადიკალიზაციის აღსაკვეთად. 

დოკუმენტში მოყვანილია პანკისის ხეობის ახალგაზრდებისთვის წამოწყებული პროგრამები. მათ შორის სკოლის მოსწავლეებს შორის ქართული ენის ცოდნის ამაღლების კუთხით გატარებული სამუშაოები, სამოქალქო განათლებისა და სამეცნიერო კურსები. რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩაატარა. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია სასჯელაღსრულების  სამინისტრის მიერ პატიმრები რეაბილიტაციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებებიც, რომელიც მიმართულია მათი რადიკალიზაციის წინააღმდეგ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და რეგიონულ პარტნიორებთან. მათ შორის ნატო-სთან და ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლ კოალიციასთან. „საქართველო რჩება ნატო-ს უმსხვილეს კონტრიბუტორად ავღანეთში", - ნათქვამია ანგარიშში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა