| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/170882.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ავტომობილების შეძენაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ
გამოქვეყნებულია 2017-07-21 19:45:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 20 ივლისს 20 ერთეული მესამე კლასის, მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად გამოცხადდა ტენდერი, რის შესახებაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ყიდულობს მაღალი ფასის „ჯიპებს“. აღნიშნული ტენდერი გამოცხადებულია საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2014 წლის 6 თებერვალს გამოცემული №121 დადგენილების თანახმად, მესამე კლასის, მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილების შესაბამისი პარამეტრების მიხედვით.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ტენდერი გამოცხადებულია მესამე კლასის მანქანებზე, რომლებიც საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების, ჟურნალისტების გადაადგილებისთვის, როგორც ქალაქში, ასევე ძნელად მისადგომ რეგიონებში. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ავტოპარკი იმდენად მოძველებულია, რომ 27 ივნისს შატილთან, ავტომანქანა „ნივას“ ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის გამო, ავტომობილი აფეთქდა და დაიწვა. გამოცხადებული ტენდერი სწორედ ამ მოძველებული და საფრთხისშემცველი ავტოსარტანსპორტო საშუალებების ჩასანაცვლებლად ცხადდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაუწყებლის თანამშრომლებისთვის შეუფერხებელი და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე: http://gpb.ge/files/documents/2017/07/93746d276d762d8b33f612eefb900b66.pdf საქართველოს მთავრობის №121 დადგენილებია კი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2236478
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ დოკუმენტაციას და თავი შეიკავოთ ფაქტობრივი ინფორმაციის დამახინჯებისგან (რომელიც დოკუმენტირებულია მოცემულ ბმულებზე), განსაკუთრებით კი მედიასაშუალებებმა, რომლებსაც მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ საზოგადოების წინაშე დეტალურად გადაამოწმონ და შეისწავლონ მასალები ინფორმაციის გამოქვეყნებამდე. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა
|