საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/171139.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

942

ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ნებაყოფლობით დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ

გამოქვეყნებულია 2017-07-24 11:17:00

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არალეგალურად  იმყოფებიან, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური  შესაძლებლობას აძლევს, „ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში“.

ამ საკითხზე ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან  მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში, რაშიც მათ გაეწევათ შესაბამისი დახმარება.

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა ა.წ. 24 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს შემდეგ მისამართზე: მიცვა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ნებაყოფლობითი დაბრუნების დეპარტამენტი,  ან ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს  ტელ: 036093206, ელექტრონული ფოსტა:[email protected]

იმ მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში:

-  ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლაზე შეზღუდვა დაუწესდებათ მხოლოდ ერთი წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ მათ შეეძლებათ კვლავ ეწვიონ ისრაელს როგორც ტურისტებს, შესაბამისი ვიზით ან „შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ ფარგლებში მიღებული სპეციალური სამუშაო ვიზით, მას შემდეგ რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და ხელს მოაწერენ აღნიშნულ ხელშეკრულებას;

 - საქართველოში გასამგზავრებელ ავიაბილეთებს აუნაზღაურებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური;

 - მიეცემათ შესაძლებლობა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთონ რეინტაგრაციის პროგრამებში (აღნიშნულის თაობაზე დამატებით იხ.:
 

დამატებითი ინფომრაციისათვის დაუკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ტელ: 036093206

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელებას დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებისათვის",-ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ისრაელში ბალფურის დეკლარაციის 100 წლისთავი აღინიშნება
ისრაელში ბალფურის დეკლარაციის 100 წლისთავი აღინიშნება
დღეს მსოფლიო ბალფურის დეკლარაციის, იგივე
წაკითხვა
ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებ
წაკითხვა
საქართველოს ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დელეგაცია ეწვევა. ოფიციალური ვიზიტით ქნესეთის წევრები ქართველმა დეპუტატებმა მოიწვიეს. 
წაკითხვა
ისრაელში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - შეხვედრა ქნესეთის თავმჯდომარესთან
ისრაელში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება - შეხვედრა ქნესეთის თავმჯდომარესთან
საქართველოსა და ისრაელის საკანონმდებლო ორ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე ისრაელის პრეზიდენტს და ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა - რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა
ირაკლი კობახიძე ისრაელის პრეზიდენტს და ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა - რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, სამუშ
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საქართველოსთვის ისრაელთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
ირაკლი კობახიძე - საქართველოსთვის ისრაელთან თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს აფასე
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - გვჯერა, საქართველოსა და ისრაელს შორის ძლიერი მეგობრობის
ირაკლი კობახიძე - გვჯერა, საქართველოსა და ისრაელს შორის ძლიერი მეგობრობის
ჩვენი მხრიდან მოტივაციაა, ვიყოთ თქვენი ძლიერი პარტნიორი და ეს არის ჩვენი სტრატეგიული ინტერესი
წაკითხვა
 ირაკლი კობახიძე ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელის ქნესეთში შეხვედრებს იწყებს. 
წაკითხვა