საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/171206.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1176

ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცედურები კიდევ „მარტივდება“

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-24 14:40:00

ოკუპირებული გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაცია ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცედურების „გასამარტივებლად“ რეკომენდაციებს სოფლის ე.წ. თავმჯდომარეებს აძლევს, - ინფორმაციას "გალტევე" ავრცელებს.

გრძელი და ხალხმრავალი რიგების თავიდან ასაცილებლად, დეფაქტო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელმა ასტამურ ასლანძიამ, სოფლების ე.წ. ხელმძღვანელებს დავალება მისცა, წინასწარ შეადგინონ სოფელში მცხოვრებთა სრული სია და ე.წ. საპოსპორტო განყოფილებებს წინასწარ გადაუგზავნონ. მისი განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს, ე.წ. საბუთების დროულად მიღება-გადამოწმებას, რადგან ამ „პროცედურების გამო მოსახლეობას რიგებში საათობით უწევთ დგომა".

ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ოკუპირებული გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაციამ გასულ კვირასაც შეიტანა ცვლილებები „პროცედურებში“ და ე.წ. დოკუმენტის მისაღებად საჭირო საბუთების ჩამონათვალი შეამცირა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე