| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/171363.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 დავით ქაცარავა - საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას შეცვლილი ფორმატით განვაგრძობთლაშა მიქაძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-07-25 14:59:00
მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებრივთან საუბარში დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საოკუპაციო ზოლთან ისევ რჩებიან. ქაცარავას განცხადებით, აქციის ფორმატი შეიცვლება და ცვლილების დეტალები საღამოს გახდება ცნობილი. „ჩვენ განვაგრძობთ აქ ყოფნას, ოდნავ შეცვლილი ფორმატით. სამინისტროსთან ვათანხმებთ და ოდნავ მოგვიანებით, საღამოსკენ გავავრცელებთ ინფორმაციას. არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა ჩვენი აქციის. დაზუსტება მოხდა ჩვენი მოქმედების, ადგილმდებარეობის და ფორმატის“, - აღნიშნა ქაცარავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი შეხვდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს, რომლებიც გეგმავენ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას. „ჩვენი უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი. საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები გახშირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემების მიხედვით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენი
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
საგარეო უწყების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე ვანდალიზმის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები ინფორმირებულნი არიან
საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურულ ძეგლებზე განხორციელებულ ვანდალურ აქტებს ეხმაურებ
წაკითხვა
დავით ზალკალიანი - ოკუპირებულ ახალგორში საბაჟოს გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპირებულ ახა
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
„ბოროტების ხაზი“ - ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერში“ დათა ვანიშვილის ფოტოს ავრცელებს
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო
წაკითხვა
|