| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/171983.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 კვირის საუკეთესო კოსმოსური ფოტოებიმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-28 22:04:00
1. „იუპიტერის სახე“
NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „ჯუნოს“ მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე, იუპიტერის „სახე“ მეტისმეტად თავმომწონედ გამოიყურება. 2. ფერადი კოსმოსური ღრუბელი
გაიცანით W51 — კოსმოსური გაზითა და მტვრით სავსე გიგანტური მოლეკულური ღრუბელი დედამიწიდან 17 000 სინათლის წლის მანძილზე. ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონის ეს ახალი კომპოზიტური სურათი აერთიანებს NASA-ს ჩანდრას რენტგენული გამოსხივების ობსერვატორიის რენტგენულ მონაცემებსა (ლურჯად) და სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპის ინფრაწითელ სინათლეს (ნარინჯისფერი და ყვითელ-მწვანე). 3. ფობოსი და მარსი
როდესაც ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი მარსს აკვირდებოდა, ეს ხედი გადაიღო, სადაც ასახულია წითელი პლანეტის ორბიტაზე მოძრავი მისი ბუნებრივი თანამგზავრი ფობოსი. 22 წუთის განმავლობაში, ჰაბლმა 13 ფოტო გადაიღო და საბოლოოდ, ფობოსის ორბიტული გზის ეს კომპოზიტური ფოტოც შეიქმნა. 4. სატურნის მთვარე ენცელადი.
ფოტოზე ასახულია ენცელადის სამხრეთი ნახევარსფეროდან ამოფრქვეული წყლის ნაკადები. ენცელადი ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის ოკეანეს მალავს, სადაც შესაძლოა სიცოცხლეც იყოს. 5. ორიონის სკაფანდრების ვაკუუმური ტესტირება
NASA ტესტავს კოსმოსურ ხომალდთა ახალ სკაფანდრებს, რომლებიც ეკიპაჟის წევრებმა მთვარის, მარსის და სხვა მისიებში უნდა გამოიყენონ. 6. მზადება ტესტირებისთვის
სკაფანდრების ტესტირების მონაწილე NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, ჰიუსტონი. ხშირად ცნობადი სახეები ასტრონავტები ხდებიან, მაგრამ მათ აღჭურვილობას აქ, დედამიწაზე, სხვა ადამიანებზე ამოწმებენ. 7. თვალწარმტაცი იაპონური ბურთი-დრონი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე
კოსმოსით დაინტერესებულსბს ხშირად უნახავთ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოლივლივე ფეხბურთის ბურთები, მინი-ბურთები, მაგრამ არასოდეს — ბურთი-დრონი. ეს სფერული რობოტი სადგურზე იაპონიამ გააგზავნა. 8. მარს 160: არქტიკული ტურნე იწყება
22 ივნისს, The Mars Society-მ თავისი ამბიციური პროგრამა მარს 160-ის მეორე ფაზა დაიწყო. უნდა გაირკვეს თუ როგორ შესძლებს ეკიპაჟის შვიდი წევრი ცხოვრებას, მუშაობას და სამეცნიერო საქმიანობის შესრულებას არქტიკის ერთ-ერთ უდაბნოში, მარსის მსგავს გარემოში. მისიის მონაწილეები 60 დღეს გაატარებენ კანადის არქტიკაში, კუნძულ დევონზე, სპეციალურ სადგურზე.
9. NASA პლუტონისა და მისი მთვარის, ქარონის ახალ რუკებს აქვეყნებს
ხომალდ New Horizons-ის მიერ პლუტონზე გადაფრენიდან ორი წლისთავზე, მისიის მეცნიერებმა ჯუჯა პლანეტისა და მისი მთვარის — ქარონის ორი დეტალური, გლობალური რუკა გამოაქვეყნეს. 10. ეგზოპლანეტებზე მონადირე ახალი ისნტრუმენტი ღამის ცის უფრო ფართო ხედს გვთავაზობს
პლანეტებზე მონადირე ინოვაციურმა ინსტრუმენტმა MASCARA-მ დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან პირველი წარმატებული დაკვირვება განახორციელა. მომზადებულია space.com-ის მიხედვით
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სამყარო საერთოდ არ უნდა არსებობდეს - CERN-ის ლაბორატორიის დასკვნა
სულ ახლახან, მეცნიერებმა დაადასტურეს სამყ
წაკითხვა
კოსმოსური დაკრძალვა - მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში
გსურთ, თქვენი ფერფლი კოსმოსში მიმოიფანტოს? მიმზიდველი წინადადებაა, მაგრამ შესაძლოა ეს ის გამო
წაკითხვა
იდუმალებით მოცული ბნელი ენერგია იმაზე დინამიკურია, ვიდრე მიგვაჩნდა - ახალი კვლევა
უკვე 20 წელზე მეტია, ფიზიკოსები თავს იმტვ
წაკითხვა
ავსტრალია საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს ქმნის
ავსტრალიის ფედერალური მთავრობის ცნობით, ქვეყანას ბოლოსდაბოლოს ექნება ეროვნული კოსმოსური სააგე
წაკითხვა
კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან 40 წელი გავიდა - „ვოიაჯერ ერთის“ მოგზაურობა გრძელდება
შესაძლო უცხოპლანეტელებისთვის კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან
წაკითხვა
ფრანჩესკო ტოტის მაისური კოსმოსში გაუშვეს
"რომას" ლეგენდის ფრანჩესკო ტოტის 10-ნომრიანი მაისური კოსმოსში გაუშვეს. ეს მოხდა რაკ
წაკითხვა
რა ბედი ელის სამყაროს „გუგოლი“ წლის შემდეგ - ყველაფერი შემზარავად შავბნელია [ვიდეო]
„საიდან მოვდივართ?“ ან „სად მივდივართ?“ —
წაკითხვა
იდუმალი ცივი ლაქა კოსმოსში - პარალელური სამყაროს შესაძლო მტკიცებულება
კოსმოსში აღმოჩენილი იდუმალებით მოცული ცივ
წაკითხვა
|