საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172437.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

684

მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტის მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-01 16:35:00

წლის ბოლოს ანაკლიის, ამ გრანდიოზული, საუკუნის პროექტად წოდებული პორტის მშენებლობა დაიწყება, - ეს განცხადება „ანაკლიის განვითარების კონსირციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ამერიკულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გააკეთა.

ხაზარაძის განმარტებით, SSA Maine-თან, რომელიც მსოფლიოს 250 წერტილში ოპერირებს, ხელი ძალიან მნიშვნელოვან კონტრაქტს მოეწერა.

„ეს ძალიან მსხვილი ამერიკული კორპორაციაა, რომელიც ჩვენი პარტნიორი გახდა და მასთან ერთად ჩვენ ანაკლიის პორტის ოპერირებას განვახორციელებთ. ჩვენი კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ზუსტად იმ გრაფიკს მიჰყვება, რომელიც სახელმწიფოსთან შეთანხმდა. ამ ეტაპზე წინა კვლევითი სამუშაოები მიდის, რომლის ძირითადი ნაწილი, 80%-ი დასრულებულია. პროექტის ფინანსური დახურვა შემოდგომაზე მოხდება და წლის ბოლოს ანაკლიის, ამ გრანდიოზული საუკუნის პროექტად წოდებული პორტის მშენებლობა დაიწყება. მთავრობასთან და კერძო ინვესტორებთან ერთად ჩვენ საკმაოდ დიდ გარღვევას მოვახდენთ.

საქართველოს და კონკრეტულად ანაკლიას აღმოსავლეთსა და ევროპას, ასევე აღმოსავლეთსა და ამერიკას შორის დამაკავშირებელ კარიბჭედ გავხდით. ამ პროექტში ამერიკული კომპანიის მონაწილეობა სწორედ ამაზე მეტყველებს. პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს მინდა მადლობა გადავუხადო, ამ პროექტის აქამდე მოყვანა რთული პროცესი იყო“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად ანაკლიის ქალაქის მშენებლობაც იწყება.

„ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად ანაკლიის ქალაქის მშენებლობაც იწყება, რომელიც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იქნება. თავისუფალი ინდუსტრიის ზონისთვის ძალიან მსხვილ ოპერატორს შემოვიყვანთ. მინდა აქვე ვთქვა, რომ მოლაპარაკება საკმაოდ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან მიდის. ჩვენ იმ ფუნქციას ვასრულებთ, რომელიც საქართველოს ისტორიულად ერგო, ეს გზაჯვარედინია აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის და ამ უზარმაზარი კარიბჭის მშენებლობის მომსწრეები ვართ",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის შერჩეული საკონტეინერო ტერმინალის ოპერირებისთვის ამერიკულ კომპანია SSA Marine-თაბ შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა და ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.

ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკულ კომპანიას ანაკლიის პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით გადაეცემა. პორტის პირველი ფაზა კი 2020-21 წლებში ამოქმედდება.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა
ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშე
წაკითხვა
მამუკა ხაზარაძე - ბორჯომის ხეობაში ხეების ჭრის აღსაკვეთად სასწრაფოდ რადიკალური ზომები თუ არ მიიღეს, არა მარტო ტყეს, არამედ ბორჯომის კურორტსა და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ
მამუკა ხაზარაძე - ბორჯომის ხეობაში ხეების ჭრის აღსაკვეთად სასწრაფოდ რადიკალური ზომები თუ არ მიიღეს, არა მარტო ტყეს, არამედ ბორჯომის კურორტსა და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბორჯომის ხეობ
წაკითხვა
ზურაბ ალავიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
ზურაბ ალავიძე - ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ამ პორტის აშენება მოგვცემს საშუალებას, გამოვიყენოთ მთელი სატრანზიტო პოტენციალი, - ამ
წაკითხვა
ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტიდან  შესაძლოა, 244 მილიონი ლარით დაფინანსდეს
ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტიდან შესაძლოა, 244 მილიონი ლარით დაფინანსდეს
ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტიდან შესაძლოა, 244 მილიონი ლარით დაფინანსდეს. თანხის გამოყოფა 2019 წელს არის დაგეგმილი. დაფინანსება გათვალისწინებულია დოკუმენტით
წაკითხვა
მამუკა ხაზარაძე ხის ჭრაზე მორატორიუმს ითხოვს
მამუკა ხაზარაძე ხის ჭრაზე მორატორიუმს ითხოვს
ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით ხეების ჭრაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ბიზნესმენმა სოცია
წაკითხვა
მამუკა ხაზარაძე - „თიბისი ჯგუფი“ და კომპანია „ბორჯომი“ დამწვარი ხეობის ტერიტორიის 10 ჰექტარს სრულად აღადგენენ
მამუკა ხაზარაძე - „თიბისი ჯგუფი“ და კომპანია „ბორჯომი“ დამწვარი ხეობის ტერიტორიის 10 ჰექტარს სრულად აღადგენენ
„თიბისი ჯგუფი“ და კომპანია „ბორჯომი“ ხანძრისაგან გადამწვარ ბორჯომის ტყის ტერიტორიის 10 ჰექტარს სრულად აღადგენენ,- ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა
წაკითხვა
ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ამერიკული SSA Marine-ი ხდება
ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ამერიკული SSA Marine-ი ხდება
უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი  ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, – შესაბამის ხელშეკრულებას საქარ
წაკითხვა
ანზორ ქოქოლაძე - ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეები ისევ აქტიურად მფარველობენ მამუკა ხაზარაძეს
ანზორ ქოქოლაძე - ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლების გარკვეული წრეები ისევ აქტიურად მფარველობენ მამუკა ხაზარაძეს
„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი, ბიზნეს
წაკითხვა