საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172489.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

761

გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიას ეროვნული დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია 2017-08-01 21:54:00

საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვიით გამოსვლისას განაცხადა. 

პრემიერმა ელჩ ლუკას ბეგლინგერს შვეიცარიის დაარსების დღე მიულოცა, ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ დორის ლოიტჰარდის ვიზიტზე საქართველოში, რომელიც დეკემბერში იგეგმება.

გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა შვეიცარიაში გასული წლის ვიზიტი და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში.

„მართალია ვაჭრობას, ბიზნესსა და ინვესტიციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებში, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ბევრად უფრო ყოვლისმომცველია. შვეიცარიაში ჩემი ვიზიტისას, შვეიცარიელ კოლეგებთან განხილული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო საქართველოს მთიანი რეგიონების შენარჩუნება-განვითარება, რადგანაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. ისევე როგორც შვეიცარიას, საქართველოსაც აქვს უდიდესი მემკვიდრეობა მთების სახით. მეტიც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მთიანი რეგიონები არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების ნამდვილი საგანძური", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელთა გამოცდილების გაზიარება საქართველოს მთის მემკვიდრეობის მდგრადობის შენარჩუნებაში შეუწყობს ხელს.

პრემიერის თქმით, შვეიცარია საქართველოსთვის ბევრი გაგებით მისაბაძი მაგალითია - „პატარა და ამავდროულად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქვეყანაა“.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სწორედ შვეიცარიაშია მსოფლიოს ორი უდიდესი ფინანსური დედაქალაქი - ციურიხი და ჟენევა, ხოლო ქვეყანა, ზოგადად, ბიზნესის გლობალური ცენტრია.

„ჩვენ ძალიან მსგავსი ხედვა გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვსურს, გარდავქმნათ ჩვენი ქვეყანა ბიზნესის რეგიონულ ცენტრად და მოვიზიდოთ ინვესტორები მთელი მსოფლიოდან. სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველო უკვე წარმატებით დაადგა ამ გზას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა შვეიცარიის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის საქმეში და ყველა ქართველის სახელით, შვეიცარიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფასდაუდებელი შუამავლობისათვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს მე მქონდა პატივი მემასპინძლა ვიცე-პრეზიდენტ პენსისთვის. მან გამოხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. საერთაშორისო საზოგადოების ურყევ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში. მადლობას მოვახსენებ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს თქვენი აქტიური მხარდაჭერისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ძვირფასო ელჩო, ძვირფასო მეგობრებო, ბერნში, ამ ულამაზეს ქალაქში, მე გაშლილი ხელით დამხვდნენ და მაშინვე თავი შინ ვიგრძენი. ვიმედოვნებ, თქვენც შინ გრძნობთ თავს საქართველოში და თქვენთვის თბილისში გატარებული დრო ისევე სასიამოვნოა, როგორიც ჩემთვის - ბერნში", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.<
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა.
წაკითხვა