საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172664.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

882

რამდენად მაღალია მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალიტეტების საქმიანობაში - IDFI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

მაკა გაფრინდაშვილი
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-08-03 02:43:00

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სამ მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს. 

IDFI-ის  ცნობით, ახალციხის, ბათუმისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტურ სამოქალაქო ჩართულობას სამი ძირითადი რამ აფერხებს: 

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა არასაკმარისი უნარები;

2. გადაწყვეტილებების მიმღებთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა; 

3. ინოვაციური მიდგომების არარსებობა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილე საჯარო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ გამოწვევად რჩება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის დონე და უნარები, რაც გარკვეულ შემთხვევებში აფერხებს წარმატებულ დიალოგს.

„კიდევ ერთი გამოწვევაა ინფორმაციისა და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ბათუმის, ქალაქ ახალციხისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ შედარებით მოწინავე ვებგვერდები და ისინი აქტიურად იყენებენ სოციალური მედიის საშუალებებს, არ არსებობს მოქალაქეებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და ჩართულობის სისტემური მიდგომა“, - აცხადებენ IDFI-ში

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, შეფასებული სამი მუნიციპალიტეტის პრობლემები ერთგვაროვანია და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას. კვლევისას გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები:

1. პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეების არასაკმარისი უნარ-ჩვევები;

2. მოქალაქეთა შენიშვნების/რეკომენდაციების მისაღებად ადგილობრივი ხელისუფლების არასაკმარისი პოლიტიკური ნება; 

3. მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესზე პასუხისმგებელი ადგილობრივი საჯარო მოხელეების არასაკმარისი შესაძლებლობები; 

4. მოქალაქეთა მონაწილეობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არასრული საკანონმდებლო ბაზა; 

5. მოქალაქეთა ინფორმირების და კონსულტირების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ინოვაციების არარსებობა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
2018 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ მედალს გერმანიას უწინასწარმეტყველებენ
2018 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ მედალს გერმანიას უწინასწარმეტყველებენ
კვლევითმა კომპანია Gr
წაკითხვა
ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა
ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა
ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მ
წაკითხვა
მეცნიერები - ქორწინება და ახლო მეგობრები ადამიანს ჭკუასუსტობისგან იცავს
მეცნიერები - ქორწინება და ახლო მეგობრები ადამიანს ჭკუასუსტობისგან იცავს
ქორწინება და ახლო მეგობრები ადამიანს ჭკუა
წაკითხვა
კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს
კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს
საქართველოში მოსახლეობის მხრიდან ევროკავშ
წაკითხვა
2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა
2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა
სამედიცინო გამოცემის საგანგაშო კვლევა: 2015 წელს მსოფლიოში გარემოს დაბინძურების შედეგად 9 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. 
წაკითხვა
საია-ს წარმომადგენელი - ამ არჩევნებზე გამოიკვეთა ისეთი ფაქტები, რომლებმაც შექმნა განათლების სფეროს პოლიტიზების რისკი
საია-ს წარმომადგენელი - ამ არჩევნებზე გამოიკვეთა ისეთი ფაქტები, რომლებმაც შექმნა განათლების სფეროს პოლიტიზების რისკი
ჩვენს ანგარიშში წარმოდგენილია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, რომელიც, ჩვენი მოსაზრებით, ატარებდა ორგანიზებულ და დაგეგმილ ხასიათს,
წაკითხვა
რა დარღვევებზე საუბრობენ NGO-ები წინასაარჩევნო პერიოდში და როგორია პოლიტიკური სუბიექტების შეფასებები
რა დარღვევებზე საუბრობენ NGO-ები წინასაარჩევნო პერიოდში და როგორია პოლიტიკური სუბიექტების შეფასებები
თუ სტატისტიკას გადავხედავთ, 2014 წლის თვითმმართველობის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წინასაარჩევნო დარღვევების რაოდენობა
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევის პირველადი შედეგები გამოქვეყნდა
წაკითხვა