| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172669.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიორგი მარგველაშვილი - მაიკ პენსის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული
გამოქვეყნებულია 2017-08-03 09:47:00
ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული - ასე შეაფასა მაიკ პენსის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „მერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. „ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მნიშვნელოვანია ამ ვიზიტის დრო. ვიცით, რომ ახალი ადმინისტრაცია მხოლოდ 6 თვეა, რაც საქმიანობას შეუდგა, ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვაქვს კონგრესის, სენატისა და თეთრი სახლის მყარი მხარდაჭერა. ჩვენი ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის. ჩვენ ვხედავთ, როგორი სიფრთხილით, როგორ მიზნობრივად ეკიდება ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო მკაფიო, პირდაპირი და არაორაზროვანი. მან ისაუბრა თავისუფლებაზე, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე. და რაც ყველაზე მთავარია, ისაუბრა ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მიზნებზე. ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი იქნება ნატოში და რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოს მომავალი წევრობის შესახებ. და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემი ქვეყნისთვის - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა - ვიცე-პრეზიდენტმა ამ ყველაფერზე ძალიან მკაფიოდ ისაუბრა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ვიცე-პრეზიდენტს ორმხრივი ურთიერთობის სრულიად ახალ საფეხურზე აყვანა შესთავაზა, რაც გულისხმობს ამ ურთიერთობის ახალ ფორმატს - საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას. „ამერიკის კონგრესიდან ჩვენ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს ვისმენთ. კონკრეტული საბიუჯეტო მექანიზმებითაა გამყარებული არაღიარების პოლიტიკა ამერიკის კანონმდებლობაშიც. ჩვენ გამუდმებით ვისმენთ საქართველოს ჯარის მისწრაფებების მხარდაჭერას, ვიცე-პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული სიტყვა კი იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული. ეს ყველაფერი არ მაძლევს იმის თქმის საფუძველს, თითქოს საქართველოს საკითხს საკმარისი ყურადღება არ ეთმობა ამერიკის ადმინისტრაციისგან. პირიქით, საქართველოს საკითხი კვლავ აქტუალურია“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, მაიკ პენსისი ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაშია. „ჩვენ ვნახეთ, როგორ მიესალმა ვიცე-პრეზიდენტი ჩვენს მისწრაფებებს ნატოსკენ, როგორ უჭერს ის მხარს ჩვენი სამხედროების გაძლიერებას, მიესალმება ჩვენს ჩართულობას გლობალური უსაფრთხოების მისიებში. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს მეხუთე მუხლს. საქართველოს გადასახედიდან ჩვენ ვხედავთ ახალ, ნატოში საქართველოს ინტეგრაციისკენ მოწოდებულ ადმინისტრაციას. ეს ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაშია, ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ნატოს წევრი. ეს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავ
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ესტონელები საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში დასახლდნენ, ასე შეიქმნა სოფელი „ესტონკა“, რომელიც დანარჩენი აფხაზეთის მსგავსად, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული
ესტონეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის გე
წაკითხვა
გურამ კაშია საქართველოს პრეზიდენტს მადლობას უხდის
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას
საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია ერ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ შევძლებთ წარსულის მტკივნეულ გამოცდილებაზე ამაღლებას და ერთ ენაზე საუბარს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
კახა კალაძე - პრეზიდენტის მხრიდან ჭორებზე განცხადებების გაკეთება არასწორი მგონია
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კა
წაკითხვა
|