საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172804.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

5237

როგორ გავზარდოთ სმარტფონის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა - საუკეთესო რჩევები პროფესორისგან

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-03 19:48:00

ალბათ ყველა ჩვენგანს, მობილური ტელეფონის მომხმარებლებს გვსურს, რომ ბატარეამ ერთი დღის განმავლობაში მაინც გაგვიძლოს. სამწუხაროდ, რაც უფრო ძველია მოწყობილობა, ნაკლები სიმძლავრე აქვს მის ბატარეასაც. 

სინამდვილეში, ჩვენი მობილურების ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა ნებისმიერ მოცემულ დღეს დამოკიდებულია ორ მთავარ ფაქტორზე: როგორ ვიყენებთ მას იმ კონკრეტულ დღეს და როგორ ვიყენებდით წარსულში.  

მობილური ტელეფონები ენერგიის საცავად ლითიუმის იონურ ბატარეას იყენებს. ამ ტიპის ბატარეაში, მეტალი ლითიუმი და ლითიუმის იონები შედის და გადის ინდივიდუალურ ელექტროდებში, რაც მათ ფიზიკურ გადიდებას და შეკუმშვას იწვევს.  

სამუწაროდ, ეს პროცესი სრულიად შექცევადი არაა და დატენვა-დაცლის ციკლის ოდენობის ზრდასთან ერთად, ბატარეა დამუხტვის მოცულობასა და ვოლტაჟს კარგავს. 

უარესი კი ისაა, რომ ამ ციკლების პარალელურად, ასევე დეგრადირდება ელექტროდების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ელექტროლიტი (ელექტროგამტარი სითხე). 

ლითიუმის იონურ ბატარეათა უნარი, შეინარჩუნონ მუხტები, დამოკიდებულია მათი დეგრადაციის ხარისხზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში ხელმისაწვდომი მუხტების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიხმართ დღეს ჩვენს მოწყობილობებს. 

რამდენიმე მარტივი ხერხის წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ მინიმუმამდე შეამცირონ ბატარეის დეგრადაცია და გაახანგრძლივონ თავიანთ მოწყობილობათა სიცოცხლის ხანგრძლივობა. 

 

აკონტროლეთ ბატარეის დაცლა 

მობილურ ტელეფონებში გამოყენებული ლითიუმის იონური ტიპის ბატარეები დამუხტვა/დაცლის 300-500 ციკლის შემდეგ, დამუხტვის მოცულობის 80%-ს ინარჩუნებს. თუმცა, შესრულების ასეთ დონეს ბატარეები იშვიათად ინარჩუნებს და დამუხტვის მოცულობის 80%-ის შენარჩუნება უკვე 100 ციკლის შემდეგაც ჭირს. 

საბედნიეროდ, ბატარეის სამომავლო მოცულობის გაზრდა შეგვიძლია მობილურების ბატარეათა დაცლის ოდენობის შემცირების გზით. 

ბატარეათა უმეტესობის დეგრადაცია დამუხტვა/დაცლის ღრმა ციკლების დროს ხდება; გაცილებით უკეთესია, შევზღუდოთ ბატარეის დაცლა ნებისმიერი ერთი ციკლის განმავლობაში, ვიდრე მას ხელახლა დავტენიდეთ. 

როდესაც ასე ვიქცევით, ჩვენს მოწყობილობებში ყალიბდება ბატარეის მენეჯმენტის სისტემა, რაც ამცირებს ზედმეტად დატვირთვისგან გამოწვეულ საფრთხეს და ავტომატურად ითიშება, როდესაც ბატარეა ძალიან დაბალ მაჩვენებელზეა. 

ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი გვსურს, რომ მომავალში მაქსიმალურად შენარჩუნდეს ჩვენს სმარტფონთა ბატარეის მოცულობა, კატეგორიულად უნდა მოვერიდოთ მის დაცლას 0%-მდე და შევეცადოთ, ბატარეა მუდმივად შევინარჩუნოთ ნაწილობრივ დამუხტულ მდგომარეობაში.  

 

გაზარდეთ დატენვის დრო 

ბევრ თანამედროვე მობილურ მოწყობილობას სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია აქვს, რაც მომხმარებლებს საათების ნაცვლად ბატარეის წუთებში დამუხტვის საშუალებას აძლევს. ეს ნამდვილად მოსახერხებელია, როცა გადარბენაზე ვართ, მაგრამ სასურველია თავიდან ავიცილოთ ისეთ შემთხვევებში, როცა არსად გვეჩქარება. 

რატომ? იმიტომ, რომ ბატარეის ზედმეტად სწრაფად დამუხტვა ამცირებს მისი აკუმულირების მოცულობას. 

ფიზიკურად, ლითიუმის იონურ ბატარეებში, ლითიუმის მეტალისა და ლითიუმის იონების გამუდმებული მოძრაობა ელექტროდებს შორის, ძალიან ნელი პროცესია. აქედან გამომდინარე, დაბალი მაჩვენებლით დატენვა უფრო სრულ გადაადგილებას განაპირობებს, რაც თავის მხრივ, ბატარეის დამუხტვის მოცულობას ზრდის. 

მაგალითად, ბატარეის ხუთ წუთში დატენვა სტანდარტული ორი საათის ნაცვლად, ბატარეის მოცულობას 20%-ზე მეტით ამცირებს. 

 

შეინარჩუნეთ სწორი ტემპერატურა 

იმისათვის, რათა ლითიუმის იონურმა ბატარეებმა ოპტიმალური გრძელვადიანი დამუხტვის მოცულობა შეინარჩუნოს, იდეალურია, გარემოს ტემპერატურა 0°C — 45°C გრადუსებს შორის მერყეობდეს.  

0°C-ს დაბლა, მცირდება ბატარეის სისტემაში შენახული ენერგიის ოდენობა, რადგან იზღუდება ელეტროდებსა და ელექტროლიტს შორის ლითიუმის მეტალისა და ლითიუმის იონების მოძრაობა. 

45°C-ს ზემოთ, ხელმისაწვდომი ენერგიის ოდენობა ნამდვილად აღემატება დაბალ ტემპერატურაზე არსებულისას, შესაბამისად, სიცხეში შეგიძლიათ ოდნავ მეტად ისიამოვნოთ თქვენი ბატარეით. 

მიუხედავად ამისა, ამ ტემპერატურებზე დიდად ჩქარდება ბატარეის დეგრადაცია, შესაბამისად, დიდი ხნის მანძილზე ასეთ გარემოში ყოფნა მნიშვნელოვნად ამცირებს ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობას. 

გარდა ამისა, ტელეფონი დიდი ხნის მანძილზე არ უნდა გავაჩეროთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ზედაპირის ტემპერატურა 70°C-მდეც შეიძლება გაიზარდოს. 

 

გამოიყენეთ ბატარეის დაზოგვის რეჟიმები 

ავსტრალიის ციფრული ტექნოლოგიების წამყვანი კვლევითი ცენტრის, Data61-ის მკვლევრებმა, აარონ კოროლმა და გერნო ჰაისერმა შეისწავლეს სმარტფონის სხვადასხვა კომპონენტთა მიერ ენერგიის მოხმარება ტიპურ სცენართა დიაპაზონში. 

მათი დასკვნით, არსებობს რამდენიმე მარტივი პროგრამული თუ ტექნიკური სტრატეგია, რომლებიც ბატარეის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. 

 

• შეამცირეთ ეკრანის სიკაშკაშე. ბატარეის დაზოგვის უმარტივესი გზა ისე, რომ შევინარჩუნოთ სმარტფონის სრული ფუნქციონირება, ეკრანის სიკაშკაშის შემცირებაა. მობილური ტელეფონებისა და მათი მსგავსი ისეთი მოწყობილობების შემთხვევაში, რომელთაც ორგანული სინათლის გამოყოფის დიოდური (OLED) დისპლეი აქვთ, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ "light on dark" ფუნქცია.  

 

• გათიშეთ ფიჭური ქსელი ან შეამცირეთ საუბრის დრო. ფიჭურ კავშირზე მიერთებული ტელეფონი იყენებს მობილური კომუნიკაციის გლობალური სისტემის მოდულს (GSM). GSM მობულური ტელეფონის ენერგიის მომხმარებელი ლიდერი კომპონენტია; შესაბამისად, სასარგებლოა მისი სრულიად გათიშვა ან ზარების ხანგრძლივობის შემცირება. 

 

• გამოიყენეთ Wi-Fi და არა 4G. Wi-Fi 40%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე 4G ინტრნეტით ბრაუზინგი. მობილური ინტერნეტის გათიშვა და მის სანაცვლოდ Wi-Fi-ს გამოყენება მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს თქვენი ტელეფონის ბატარეის მუშაობას.  

 

• შეზღუდეთ ვიდეო-კონტენტი. ვიდეოს გადაღება თქვენი მობილურის მიერ შესრულებული ის ოპერაციაა, რომელიც ყველაზე მეტ ენერგიას მოიხმარს.  

 

• ჩართეთ ბატარეის ჭკვიანი რეჟიმები. ყველა თანამედროვე მობილურ მოწყობილობას აქვს ბატარეის დაზოგვის ჭკვიანი რეჟიმი (მაგალითად, Android-სა და Windows-ს აქვს Power Saving Mode-ი, iOS-ს კი Low Power Mode-ი). პროგრამული უზრუნველყოფის ეს მახასიათებელი ახდენს CPU-ს მოდიფიცირებას სხვადასხვა აპლიკაციათათვის, ეკრანის სიკაშკაშისთვის, შეტყობინებებისა და ოფციებისათვის, რათა დაიზოგოს ენერგიის მოხმარება. 

 

• გამოიყენეთ თვითმფრინავის რეჟიმი. როგორც წესი, ეს რეჟიმი თქვენს მოწყობილობებში თიშავს GSM, Wi-Fi, Bluetooth და GPS ფუნქციებს. ამ დროს, ჩამქრალი ეკრანის პირობებში, მოწყობილობა მისი ჩვეული ენერგიის მხოლოდ 5%-ს მოიხმარს. შედარებისათვის, სტანდარტულ უმოქმედო მდგომარეობაში თქვენი მოწყობილობა მაინც მოიხმარს ენერგიის 15%-ზე მეტს.  


თქვენი ტელეფონის ბატარეის მოხმარების გაზრდა მოითხოვს ენერგიის მომხმარებელი ტექნიკური მხარისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეზღუდვათა კომბინაციას, ისევე როგორც მობილურ მოწყობილობათა იმგვარ გამოყენებას, რომ გაიზარდოს დამუხტვის მოცულობა და შემცირდეს ბატარეის დეგრადაცია. 

ამ მარტივი სტრატეგიების მიღებით, მომხმარებლებს შეუძლიათ 40%-ით გაზარდონ ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა ნებისმიერ მოცემულ დღეს და პარალელურად, შეინარჩუნონ ბატარეის უფრო თანმიმდევრული მოცულობა მოწყობილობის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. 

 

ჯესიკ ჯესიენიაკი — ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მატერიალურ მეცნიერებათა და ინჟინერიის ასოცირებული პროფესორი, მონაშის ენერგიის სისტემების ინსტიტუტის (MEMSI) დირექტორი.  


მომზადებულია theconversation.com-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვის გამო დააჯარიმებენ
ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვის გამო დააჯარიმებენ
ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვა ამიერიდან ძვირად დაუჯდებათ. ახალი კანონი ძალაში ოქტომბრიდან შევა. როგორც მისი ავტორები ამბობენ, ამ გზით, ტრავმების რიცხვი საგრძნობლად
წაკითხვა
ახალი მასალა, რომელიც თქვენს სმარტფონებსა და ელექტრომობილებს წამებში დატენის
ახალი მასალა, რომელიც თქვენს სმარტფონებსა და ელექტრომობილებს წამებში დატენის
დროის გამონახვა, შეერთება და დატენვა შესა
წაკითხვა
მობილური ტელეფონი ბატარეის გარეშე, რომელიც რადიოსიგნალებზე იმუშავებს
მობილური ტელეფონი ბატარეის გარეშე, რომელიც რადიოსიგნალებზე იმუშავებს
თანამედროვე სმარტფონებს და ზოგადად, მობილ
წაკითხვა
სმარტფონების ფუნქციები, რომლებიც ჯერ არ გამოგიყენებიათ
სმარტფონების ფუნქციები, რომლებიც ჯერ არ გამოგიყენებიათ
წაკითხვა
2018 წლიდან მობილურების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი
2018 წლიდან მობილურების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი
მომავალი წლიდან სმარტფონების ბატარეების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ სტატ
წაკითხვა
ბარის მეპატრონემ ფარადეის გალია ააგო, რათა კლიენტებმა მობილურები არ გამოიყენონ
ბარის მეპატრონემ ფარადეის გალია ააგო, რათა კლიენტებმა მობილურები არ გამოიყენონ
გაერთიანებულ სამეფოში, კოქტეილის ერთ-ერთი
წაკითხვა
მსოფლიოს 20 საუკეთესო მობილური ტელეფონი
მსოფლიოს 20 საუკეთესო მობილური ტელეფონი
წაკითხვა
ახალი ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონებს წამებში დატენის
ახალი ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონებს წამებში დატენის
მეცნიერებმა უფრო ეფექტიანი სუპერკონდენსატ
წაკითხვა