| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172833.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 იენს სტოლტენბერგი - ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია რუსეთთან და ახალი ცივი ომიქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-08-04 06:49:00
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებზე კომენტარს აკეთებს. „ჩვენ ვერ ვხედავთ მოახლოებულ საფრთხეს, რომელიც შეიძლება ნატო-ს წევრებს ემუქრებოდეთ. მათ შორის ალიანსის წევრებს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. რუსეთის სამხედრო წვრთნებს განვიხილავთ, როგორც ნიმუშს, თუ როგორ ახდენს რუსეთი წლების განმავლობაში სამხედრო ძალების მობილიზაციას. ამას უკავშირდება ნატო-ს საპასუხო ქმედება. ნატო-მ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე მეტად გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა, გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, 4 ბატალიონი გავაგზავნეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია რუსეთთან და არ გვსურს ახალი ცივი ომი“ - აცხადებს CNN-თან იენს სტოლტენბერგი. ნატო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რა ზომებსაც ნატო იღებს, არის პროპორციული, თავდაცვითი და დაბალანსებული. „ვეძებთ გზებს და ვცდილობთ რუსეთთან დიალოგის წარმოებას. რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია, ასე დარჩება მომავალში და უნდა ვეცადოთ, რომ დავწიოთ დაძაბულობის დონე“, - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა არ ყოფილა ისე დაძაბული, როგორც ეს არის დღეს. „ცივი ომის დასრულების შემდეგ, გვსურდა რუსეთთან მჭიდრო პარტნიორობა. 2014 წელს ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნით, ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა, მაგრამ რუსეთი ჩვენი მეზობელია და ნატო-ს აქვს ორმაგი მიდგომა - თავდაცვა, შეკავება და დიალოგი“, - ამბობს გენერალური მდივანი. სტოლტენბერგი განმარტავს, რომ რაც უფრო პროგნოზირებადი და ძლიერი იქნება ნატო, მით უფრო მეტი შანსი იქნება რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისთვის, სიტუაციის ესკალაციის და ახალი ცივი ომის თავიდან ასაცილებლად. „რუსეთის ქცევა მიზეზია იმის, რომ გვაქვს დაძაბული ურთიერთობა. რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა, მათ მიითვისეს სხვა ქვეყნის ნაწილი, ყირიმი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძალის გამოყენებით ევროპაში პირველად მოხდა საზღვრების შეცვლა. რუსეთი აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დესტაბილიზაციის შექმნას და რუსეთის სამხედრო ძალები სეპარატისტების მხარდაჭერას განაგრძობენ“, - აცხადებს სტოლტენბერგი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდ
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა.
წაკითხვა
ნატო-ს ხომალდები ბათუმში [ვიდეო/ფოტო]
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვ
წაკითხვა
ბათუმი ნატო-ს ხომალდებს მასპინძლობს
ბათუმის ნავსადგური ნატო-ს ხომალდებს მასპი
წაკითხვა
|