საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172968.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2736

შექმნილია ახალი ალგორითმი, რომელიც თქვენს ფოტოებს გადაღებამდე დაამუშავებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-04 22:40:00

Google-ისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრების მიერ შექმნილი ახალი ალგორითმები სმარტფონებს ფოტოების რეალურ დროში დამუშავებისა და შესწორების შესაძლებლობას მისცემს, მანამდე, სანამ გადაღების ღილაკს დააჭერთ თითს. შესაბამისად, მათ შეეძლებათ უვარგისი ფოტოები გადაღებამდე შეასწორონ. 

მანქანური სწავლების მექანიზმთა ქსელს დასამუშავებლად მიეცა ხუთი პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული 5000 ფოტო, რათა შეესწავლა, თუ როგორ შესძლებდა პროგრამული უზრუნველყოფა ფოტოებისათვის საუკეთესო გამოსახულების მიცემას. 

ამ შემთხვევაში რეალურ ინოვაციას წარმოადგენს შედეგად მიღებული ალგორითმების ეფექტიანობა და სისწრაფე, რათა ფოტოს შესწორებები მანამ მოერგოს, სანამ თქვენ ჯერ კიდევ სელფის გადასაღებად პოზირებთ. მასზე მომუშავე მკვლევართა განცხადებით, პოტენციურად, მისი გამოყენება მართლაც შესაძლებელი იქნება.  

„ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, ძალიან გამოსადეგი გახდეს ფოტოების რეალურ დროში გაუმჯობესებისათვის მობილურ პლატფორმებზე“, — ამბობს Google-ის წარმომადგენელი ჯონ ბარონი. 

კომპიუტერებისთვის სურათების დამუშავების სასწავლებლად, მანქანური სწავლება Google-მა და სხვა კომპანიებმა ადრეც გამოიყენეს, მაგრამ თანამედროვე სმარტფონთა ფოტოები და პლუს შეზღუდული კომპიუტერული სიმძლავრე დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს რეალურ დროში რედაქტირებას. 

ამის მისაღწევად, ინჟინრებმა შექმნეს ალგორითმი, რომელსაც შეუძლია კამერის ხედმძებნიდან (viewfinder) მომდინარე დაბალი რეზოლუციის ფოტოების ვერსიების მომზადება, შემდეგ კი მიღებული შედეგების მასშტაბების გაზრდა ხარისხის დაკარგვის გარეშე. 

როდესაც დაბალი რეზოლუციის მქონე ფოტოები მაღალრეზოლუციან ვერსიებად კონვერტირდება, თქვენ ან მრავალი დაბლოკილი, პიქსელირებული ფორმები უნდა იხილოთ, ან პროგრამულმა უზრუნველყოფამ უნდა გასწიოს დიდი სამუშაო, თუ როგორ ამოავსოს დეტალი. 

ამ შემთხვევაში, დაბალი რეზოლუციის მქონე სურათების მასშტაბის გაზრდისათვის, მკვლევრებმა ისინი აწარმოეს არა როგორც ნამდვილი ფოტოები, არამედ ფორმულების სახით, რომელთა მორგებაც შემდეგ შესაძლებელია მაღალრეზოლუციიან ვერსიებზე — ცვლილებები უფრო მატემატიკაში გამოიხატება, ვიდრე ნამდვილ პიქსელებში. 


საბოლოოდ, წარმოებული სურათების დამუშავებულებისგან განცალკევების შემდეგ, ბადეში არსებული დაბალი რერზოლუციის ფოტოები ნიშნავდა იმას, რომ საბოლოო, მაღალი რეზოლუციის ფოტოს ყოველ პიქსელს ფერის გადმოსაცემად ოთხი ფორმულის კომბინაცია აქვს. 

მანქანურ სწავლებასთან შედარებით, რომელიც პროცესის დროს ფოტოების სრული რეზოლუციის მქონე ვერსიებს იყენებს, ახალი მიდგომები მეხსიერების მხოლოდ მეასედს მოიხმარს. 

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ სურათი, რომელსაც თქვენს კამერაში ხედავთ კადრის გასწორებისას, შესაძლებელია დამუშავდეს ძალიან სწრაფად, მაშინაც კი, როცა კამერას ამოძრავებთ. ინჟინერთა განცხადებით, მათ შეუძლიათ სისტემა აიძულონ შექმნას სხვადასხვა სტილის კადრები, რომელთა გამოყენებაც თქვენი მორიგი Facebook-პოსტის გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მიზნებისთვისაც.  

გარდა მუქი პოსტების გაკაშკაშებისა და კონტრასტის ბალანსისა, ალგორითმს რომელიმე კონკრეტული ფოტოგრაფის სტილისთვის მიბაძვაც შეეძლება. 

მიუხედავად იმისა, რომ გადაღებამდე სურათებზე ფილტრების დადება რამდენიმე აპლიკაციას ახლაც შეუძლია, ეს ახალი ალგორითმები არ არის წესების უბრალო ფართო კომპლექტი ხედმძებნიდან (viewfinder) მომავალი მონაცემებისთვის, არამედ ჭკვიანურად ერგებიან იმ დგომარეობას, საითაც თქვენს ტელეფონს მიმართავთ. 

და ეს მხოლოდ ერთ-ერთი ტესტია ჩვენი ტელეფონების სუპერსიმძლავრის გზაზე, სხვადასხვა აპლიკაციათა კვალდაკვალ, რომლებიც უფრო ჭკვიანები ხდებიან გადასაღებ ობიექტთა ამოცნობის თვალსაზრისით. იქიდან გამომდინარე, რომ თანამედროვე სმარტფონთა ზომები მხოლოდ შეზღუდული მოცულობის მქონე ლინზების გამოყენების საშუალებას იძლევა, სმარტფონთა ფოტოების გაუმჯობესების საუკეთესო გზა ალბათ სწორედ სურათების დამუშავების ალგორითმზე ფოკუსირებაა. 

ბარონის თქმით, ყველა ჩვენგანს თამამად შეგვიძლია გავიხედოთ მომავლისკენ, „სადაც გველოდება ახალი, საოცარი, რეალური დროის ფოტოგრაფიული გამოცდილება ბატარეის დაცლისა და ზანტი, მოუხერხებელი კამერის გარეშე“. 

კვლევას რამდენიმე დღეში წარადგენენ Siggraph-ის ციფრული გრაფიკის კონფერენციაზე. 

ახალი ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპის შესახებ მკვლევრებმა ვიდეოც შექმნეს: 

 


მომზადებულია http://news.mit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვის გამო დააჯარიმებენ
ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვის გამო დააჯარიმებენ
ჰავაიზე მოქალაქეებს ქუჩაზე გადასვლისას მობილურში ჩახედვა ამიერიდან ძვირად დაუჯდებათ. ახალი კანონი ძალაში ოქტომბრიდან შევა. როგორც მისი ავტორები ამბობენ, ამ გზით, ტრავმების რიცხვი საგრძნობლად
წაკითხვა
მობილური ტელეფონი ბატარეის გარეშე, რომელიც რადიოსიგნალებზე იმუშავებს
მობილური ტელეფონი ბატარეის გარეშე, რომელიც რადიოსიგნალებზე იმუშავებს
თანამედროვე სმარტფონებს და ზოგადად, მობილ
წაკითხვა
სმარტფონების ფუნქციები, რომლებიც ჯერ არ გამოგიყენებიათ
სმარტფონების ფუნქციები, რომლებიც ჯერ არ გამოგიყენებიათ
წაკითხვა
2018 წლიდან მობილურების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი
2018 წლიდან მობილურების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი
მომავალი წლიდან სმარტფონების ბატარეების დატენვა 5 წუთში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ სტატ
წაკითხვა
მსოფლიოს 20 საუკეთესო მობილური ტელეფონი
მსოფლიოს 20 საუკეთესო მობილური ტელეფონი
წაკითხვა
ახალი ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონებს წამებში დატენის
ახალი ტექნოლოგია, რომელიც სმარტფონებს წამებში დატენის
მეცნიერებმა უფრო ეფექტიანი სუპერკონდენსატ
წაკითხვა
"სამსუნგმა" სამხრეთ კორეის მთავრობასთან ერთად Galaxy Note 7-ის გაუმართაობის დასადგენად გამოძიება დაიწყო
„სამსუნგმა“ სმარტფონ Galaxy Note 7-ის ბატარეის აფეთქების მიზეზების დასადგენად საკუთარი გამოძიება სამხრეთ კორეის მთავრობასთან ერთად დაიწყო.
წაკითხვა
Google-მა ახალი სმარტფონები წარმოადგინა - Pixel-ის სრული მახასიათებლები
Google-მა ახალი სმარტფონები წარმოადგინა - Pixel-ის სრული მახასიათებლები
რამდენიმეთვიანი მოლოდინის შემდეგ, კომპანი
წაკითხვა