| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/173262.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიორგი კვირიკაშვილი ზაზა ფაჩულიას - შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა საქართველოსთვისთეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-07 21:46:00
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, რომელსაც ყველანი ვგრძნობთ თითოეული შენი წარმატების შემდეგ, როდესაც შენ ყველა წარმატებას უძღვნი, პირველ რიგში, შენს სამშობლოს, საქართველოს, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს სპორტის სასახლეში, სადაც ზაზა ფაჩულიამ ქართველ ქომაგებს NBA-ის საჩემპიონო თასი წარუდგინა. „შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა საქართველოსთვის, განსაკუთრებით აი ამ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ დარბაზში არიან და, რომელთათვისაც პირადი მაგალითი, რომ ყველაზე დიდი, ყველაზე კონკურენტული ლიგის ჩემპიონობა ქართველისთვის შესაძლებელია, რეალობა გახდა. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა უდიდესი შრომა, ამას წინ უძღოდა მიზანმიმართულობა და მიზანსწრაფულობა და, რა თქმა უნდა, ამას ასევე წინ უძღოდა ჩვენ მიერ გატეხილი არაერთი ღამე, შენი წარმატების მოლოდინში - ამისთვის მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო. ყველას გვახსოვს თამაში ანგარიშით 129/120, რომლის შემდეგაც ქართული დროშა აფრიალდა „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ თავზე. დიდი მადლობა ამისთვის. საქართველო არის ახალი წარმატებების მოლოდინში, წარმატებების ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ლიგაში და რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრების წარმატების მოლოდინში ევრობასკეტზე, სადაც ზაზა არის ღირსეული კაპიტანი და სადაც ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთ დიდ წარმატებას მივაღწევთ და მე მინდა, ჩვენს ბიჭებს, ჩვენს ნაკრებს დიდი წარმატება ვუსურვო ზაზასთან ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ უდიდესი სიხარულისთვის“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, -
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ჩინეთთან გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის წარმატებას
წაკითხვა
|